2021 წლის 9 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 67 987 957 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“. მიმდინარე წლის 9 თვეში, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 15,339,601 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 14,826,740 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 10,929,934 ლარი,
სს „ნიუ ვიჟენ“ დაზღვევა — 3,979,227 ლარი.
სს „არდი დაზღვევაა“ —3,396,458 ლარი,
2021 წლის 9 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 98 215 ერთეული შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 19,112;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 18,017;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 17,729;
სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 11,088;
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 4,909.