2020 წლის 12 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 74,576,432 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 18,001,385 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 14,949,292 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 12,988,264 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“ - 5,944,142 ლარი
სს „არდი დაზღვევაა“ — 4,155,213 ლარი.
2020 წლის 12 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 118,793 შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 23,868;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 22,587;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 19,261;
სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 7,591;
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო — 5,709.