2020 წლის 9 თვის განმავლობაში 17 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 52,920,977 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 13,367,057 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 10,580,328 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 9,128,070 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა“ - 4,371,355 ლარი
სს „არდი დაზღვევაა“ — 2,817,883 ლარი.
2020 წლის 9 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 89,744 შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 17,599;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 16,971;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 13,776;
სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია - 6,469;
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 4,315