Top 5-მა ბანკმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 9 თვეში 28 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

Top 5-მა ბანკმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 9 თვეში 28 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

access_time2020-11-16 11:00:15

კომერციულ ბანკებს კორონავირუსის პანდემიის დროს კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან თითქმის გაუნახევრდათ. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წელს 9 თვეში ამ შემოსავალმა 34 531 577 ლარი შეადგინა, რაც 32 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის III კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 66 547 460 ლარის შემოსავალი მიიღეს.


რაც შეეხება პირველ ხუთეულს, საანგარიშო პერიოდში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული მათი შემოსავალი 28,396,565 ლარია.


2020 წლის III კვარტლის ანგარიშგების მიხედვით, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით „თიბისი ბანკი“ ლიდერობს, მისმა შემოსავალმა 10,796,864 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18,978,407 ლარი იყო.


აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, მისმა შემოსავალმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 6,725,793 ლარი შეადგინა. 2019 წლის 9 თვეში კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტი იყო და 12,937,133 ლარს უტოლდებოდა.



2020 წლის III კვარტლის ანგარიშგების მიხედვით, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით მესამე ადგილზე 5,134,817 ლარით „ლიბერთი ბანკია“. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 7,300,757 ლარი იყო.


აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით მეოთხე ადგილზე „კრედო ბანკია“ მისმა შემოსავალმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 3,958,826 ლარი შეადგინა. 2019 წლის 9 თვეში კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტი იყო და 7,045,732 ლარს უტოლდებოდა.


ხუთეულს „ქართუ ბანკი“ ასრულებს. 2020 წლის III კვარტლის ანგარიშგების მიხედვით, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა მისმა შემოსავალმა 1,780,265 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 8,760,192 ლარი იყო.

თეგები:
ჯარიმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up