ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 200 მლნ ლარით მეტია.
საქართველოს ბანკი
2022 წლის II კვარტალში „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 859,915,981 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 597,332,391 ხოლო უცხოურ ვალუტაში 262,583,590 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 693,946,727 ლარს გაუტოლდა.
თიბისი ბანკი
2022 წლის 6 თვეში თიბისი ბანკის საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 819,772,541 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 549,286,561 ხოლო უცხოურ ვალუტაში 270,485,981 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 709,270,404 ლარს გაუტოლდა.
ლიბერთი ბანკი
2022 წლის II კვარტალში „ლიბერთი ბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 182,238,676 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 167,030,366 ხოლო უცხოურ ვალუტაში 15,208,309 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 153,942,958 ლარს გაუტოლდა.
კრედო ბანკი
2022 წლის 6 თვეში „კრედო ბანკის“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 145,048,527 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 140,507,546 ხოლო უცხოურ ვალუტაში 4,540,981 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 106,770,041 ლარს გაუტოლდა.
ბაზის ბანკი
2022 წლის II კვარტალში „ბაზის ბანკი“ საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 90,345,612 ლარი შეადგინა, აქედან ლარში 61,171,847 ხოლო უცხოურ ვალუტაში 29,173,765 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდში ბანკის საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 49,388,793 ლარს გაუტოლდა.