ტოპ 15 ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სტაჟიორებს მაღალ ხელფასს უხდის

ტოპ 15 ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სტაჟიორებს მაღალ ხელფასს უხდის

access_time2017-02-18 20:00:22

სტაჟიორის საქმე სტერეოტიპულად ყავის მომზადებას, ასობით ფურცლის გადაქსეროქსებას და დაბალ ანაზღაურებას უკავშირდება. თუმცა ასეთი რამ სილიკონ ველიზე ნამდვილად არ ხდება. ტექნოლოგიური კომპანიები ერთმანეთთან მძაფრი კონკურენციის პირობებში იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა საუკეთესო ტალანტები მიიზიდონ.

 

Glassdoor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Business Insider-მა იმ ამერიკული კომპანიების სია გამოაქვეყნა, სადაც სტაჟიორები საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებენ. სავარაუდოდ, მკითხველი გაკვირვებული დარჩება, როდესაც პირველადგილოსანი კომპანიის სახელს წაიკითხავს.

 

 

15. Yahoo: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,333


Yahoo!-ს ყოფილი სტაჟიორი: „სტაჟირების განმავლობაში არაერთ სახალისო აქტივობაში ჩავერთე. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ Yahoo!-ში უგემრიელესი კვებაა, თანამშრომლები - მეგობრული. ეს ადგილი ზუსტად საჩემოა: ადამიანები ბევრს მუშაობენ, თუმცა სამუშაო მეტისმეტად ინტენსიური არ არის."

 

 

14. Twitter: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,333


Twitter-ის ყოფილი სტაჟიორი: "სანამ Twitter-ში მოვიდოდი, გამოცდილება Google-ში მივიღე. თუმცა მიმაჩნია, რომ Twitter-ი პროფესიული ზრდისთვის საუკეთესო ადგილია."

 

 

13. Expedia: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,333


Expedia-ს ყოფილი სტაჟიორი: „კომპანიის ორგანიზაციული კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა, დაცულია ცხოვრებისა და მუშაობის ბალანსი, თანამშრომლები კი ძალიან დამხმარეები არიან. Expedia უზარმაზარი კომპანიაა, სადაც საქმე ეფექტურად არის გადანაცილებული."

 

 

12. Apple: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,333


Apple-ის ყოფილი სტაჟიორი: "ჭკვიანი თანამშრომლები, კარგი ანაზღაურება, სამუშაო დროის სწორი გადანაწილება, კარგი კაფეები და მრავალი სივრცე კონცერტებისა თუ ღონისძიებებისთვის."

 

 

11. Google: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,600

 

Google-ის ყოფილი სტაჟიორი: "სტაჟიორები Google-ში თავს თავისუფლად გრძნობენ. პირადად მე ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა დამევალა, თუმცა შემეძლო სხვა საქმეებითაც დავკავებულიყავი."

 


 

10. Groupon: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,667

 

Groupon-ის ყოფილი სტაჟიორი: „შესანიშნავი ორგანიზაციული კულტურა, დამხმარე ადამიანები..."

 

 

9. Uber: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,730


Uber-ის მოქმედი სტაჟიორი: "Uber-ი არის კომპანია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ამ მხრივ Uber-ი უნიკალურია. ორგანიზაციული კულტურა საკმაოდ ძლიერია. აქ მხოლოდ საუკეთესო აზრები იმარჯვებენ."

 

 

8. Nest: ყოველთვიური ანაზღაურება - $6,773


Nest-ის ყოფილი სტაჟიორი: "Nest-ში ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც კომპანიის მისიის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ."

 

 

7. Microsoft: ყოველთვიური ანაზღაურება - $7,000

 

Microsoft-ის ყოფილი სტაჟიორი: "Microsoft-ი შესანიშნავად მახსენდება: შესანიშნავი ლოკაცია, შესანიშნავი ოფისი და შესანიშნავი თანამშრომლები. საკითხები, რომლებზეც ვმუშაობდით, საინტერესო იყო. მქონდა შეგრძნება, რომ საბოლოო პროდუქტი კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა.

 

 

6. Walmart eCommerce: ყოველთვიური ანაზღაურება - $7,219

 

Walmart eCommerce-ის ყოფილი სტაჟიორი: "Walmart-ის ლაბორატორიაში შესანიშნავი მეცნიერები და ინჟინერები მუშაობენ. ყოველი მათგანი მეგობრულია, განსაზღვრულია კონკრეტული მიზნები და მისია. ორგანიზაციული კულტურა მაღალ დონეზეა აყვანილი. სტაჟიორები საინტერესო პროექტებში ერთვებიან და სტაჟირების პროგრამას კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."

 

 

5. NEC Labs America: ყოველთვიური ანაზღაურება - $7,400


NEC Labs America-ს ყოფილი სტაჟიორი: "შესანიშნავი ადგილი, რათა შენი საკუთარი საქმით დაკავდე. აქ ძალიან ჭკვიანი და დამხმარე ადამიანები მუშაობენ."

 

 

4. LinkedIn: ყოველთვიური ანაზღაურება - $7,500


LinkedIn-ის ყოფილი სტაჟიორი: "აქ შესაძლებელია ველოსიპედით სეირნობა, ვარჯიში (სადაც ფიტნეს ინსტრუქტორი მუშაობს), კალათბურთის თამაში და უფასო საკვების მიღება. თანამშრომლები ძალიან სასიამოვნო და დამხმარე ადამიანები არიან."

 

 

3. Facebook: ყოველთვიური ანაზღაურება - $8,000

 

Facebook-ის ყოფილი სტაჟიორი: "Facebook-თან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. მე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებშიც მიმუშავია, მაგრამ Facebook-ი ცალკე სამყაროა. ურთიერთობა არის ძალიან გახსნილი, რაც მენეჯერებსა და რიგით თანამშრომლებს შორის ურთიერთობას ამარტივებს. ყველამ იცის, თუ რა მიზანს ემსახურება მისი შრომა, შესაბამისად, არსებობს პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება. კომპანია თავის თანამშრომლებზე (განსაკუთრებით კი სტაჟიორებზე!) ზრუნავს."

 

 

2. Pinterest: ყოველთვიური ანაზღაურება - $8,000


Pinterest-ის ყოფილი სტაჟიორი: "კომპანია თანამშრომლების განწყობაზე ზრუნავს. ყველა სტაჟიორს კარგად გვექცეოდნენ."

 

 

1. Dropbox: ყოველთვიური ანაზღაურება - $8,500


Dropbox-ის ყოფილი სტაჟიორი: „სხვა ადამიანებისგან მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემზე ზრუნავდა როგორც მენტორი და მთელი გუნდი, ასევე სხვა სტაჟიორებიც. კომპანიამ ძალიან დიდი ფული გადამიხადა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენთვის მხოლოდ ანაზღაურება არ არის მთავარი ორიენტირი."

 

 


ავტორი: Business Insider



ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი
access_time2022-01-19 15:00:00
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ...


მსგავსი სიახლეები

up