ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო

ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო

access_time2021-05-21 12:30:47

განსხვავებული გემოები და არომატები, გეოგრაფიული არეალი და მიკროზონები - ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით საქართველოს ბაზარზე არა ერთი მწარმოებელი გამოჩნდა, მათ შორის მცირე საოჯახო მარნები და ბუტიკური ტიპის მეღვინეობები. მაგრამ, მიუხედავად დიდი კონკურენციისა ქართული ღვინის ხარისხი და ფასი მუდმივად კრიტიკის საგანია. ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2021 წელს 2 დოლარსა და 3 ცენტს შეადგენს ეს მეღვინეობის დარგის განვითარების თვალსაჩინო ინდიკატორია, თუმცა დღეს „კომერსანტი“ გაგაცნობთ ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც ღვინის მაღაზიებში იყიდება.

 

  1. „ლეჩხუმის მწვანე ცოლიკოური“



    ათეულს „ხომლის მარნის“ მიერ 2019 წელს წარმეუბული ქვევრის თეთრი ღვინო „ლეჩხუმის მწვანე ცოლიკოური“ ხნის. მისი ფასი „ღვინის გალერიაში“ 180 ლარია. ღვინოს ახასიათებს ჯიშური არომატი, ცოცხალი, ხალისიანი, ჰარმონიული გემო, სასიამოვნო დაბოლოებით და მჟავიანობით.

 


  1. „შატო ლიპარტიანი“


    მეცხრე ადგილზე „მეღვინეობა ხარებას“ მიერ წარმოებული ღვინოა. „შატო ლიპარტიანია“ „allwine.ge“ - ზე 223 ლარად იყიდება. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ინტენსიური შინდისფერია. პირველივე სურნელებში იგრძნობა მუხის მძლავრი არომატები – ძირითადად ვანილის და ალუბლიანი შავი ნამცხვრის, ასევე მაყვლის მურაბის და ჯემების.

 


  1. „სალომე“


    მერვე ადგილს კომპანია  „შუმის“  მიერ წარმოებული ღვინო „სალომე“ იკავებს.  allwine.ge  მისი ფასი 240 ლარია. კომპანია ღვინოს შეზღუდული რაოდენობით, აწარმოებს. წითელი მშრალი ღვინო 2014 წელს საფერავის ჯიშისგანაა დამზადებული. „სალომე“ მწიფე ალუბლის, იის, წითელი ვარდის, სუნელ-სანელებლების და მსუბუქი სიგარის არომატით ხასიათდება.


 



  1. „საფერავი რეზერვი 2010“


    „ბადაგონის“ მიერ ჩამოსხმული „საფერავი რეზერვი 2010“ მეშვიდე ადგილზეა. ღვინო allwine.ge- ზე ყველაზე ყველაზე ძვირად ღირებულია და მისი ღირებულება 243 ლარია. ეს პრემიალური, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოა, რომელიც ფრანგული მუხის კასრებში 3 წლის განმავლობაშია დავარგებული.





  1. „RUSTAVELI“


    მეექსვე ადგილს „მეღვინეობა შილდას“ მიერ წარმოებული „RUSTAVELI“ იკავებს. „ღვინის გალერიაში“ ერთი ბოთლის ფასი 245 ლარია. უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული ჯიშური არომატით, იისა და კენკრის ტონებით.




  1. „ოჯალეში“


    „კეკუტიას ვენახების“ მიერ წარმოებული წითელი მშრალი ღვინო მეხუთე ადგილზეა. 8000 მოსავალში მისი ფასი 280 ლარია. ღვინო ბროწეულისა და მოცხარის მაღალი ინტენსივობის არომატით გამოირჩევა.




  1. „გელასი“

    მეოთხე ადგილს „გიორგი სოლომნიშვილის მარანის“ მიერ წარმოებული „გელასი“, იკავებს. საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო  298 ლარი ღირს.




  1. „ხომლის უსახელოური“

    ტოპ 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოების სამეულს „ხომლის მარანის“ მიერ წარმოებული „ხომლის უსახელოური“ ხსნის. „ღვინის გალერიაში“ მისი ფასი 750 ლარია. ეს არის ქვევრის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელსაც აქვს ჯიშური არომატი და ჰარმონიულობა. როგორც „ხომლის მარანში“ ამბობენ ექსკლუზიური პრემიუმ ჯგუფის ღვინის მთავარი ღირსება არის ის, რომ უძველესი მეთოდით დაყენებული ღვინის არომატი და სურნელი მომხმარებელს დიდხანს გაჰყვება.




  1. „ხომლის უსახელოური“


    მეორე ადილს ასევე „ხომლის მარანის“ მიერ წარმოებული „ხომლის უსახელოური“ იკავებს. 8000 მოსავალში ღვინო 830 ლარი ღირს. პრემიალური ღვინო  ხილის ტონებითაა გაჯერებული. ბლის, ალუბლის მურაბის, მოხარშული კენკროვანი ხილის არომატები სინთეზს ქმნის სანელებლების და გამხმარი ყვავილების არომატებთან. აერაციის შემდეგ კარგად აღიქმება დარიჩინის, თამბაქოს ფოთლების, და ხმელი იის არომატი.




  1. „ხომლის უსახელოური“

    ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინო „ხომლის უსახელოურია“. 8000 მოსავალში მისი ღირებულება 1 660 ლარია.  ღვინო გაჯერებული კენკროვანი ხილის, მოცვის, შავი მოცხარის, იასამნის და იის არომატებით, რომელიც აერაციის შემდეგ ერწყმის სანელებლების, მიწის და მინერალურ ტონებს. მწარმოებლები ამბობენ, რომ მომწიფებული რბილი ტანინები და საშუალოზე მაღალი მჟავიანობა ყველა სხვა შეგრძნებასთან ერთად, გვაძლევს დაბალანსებულ, მრგვალ ხავერდოვან გემოს, ხანგრძლივი დასამახსოვრებელი დაბოლოებით.

 


 

ღვინის ექსპორტმა 2020 წელს $210 მლნ შეადგინა, რაც ჯამური ექსპორტის 6.3%-ს უდრის. 2001-2020 წლებში საქართველომ ჯამში $1.$856 მლრდ-ის ღვინო გაყიდა. საქართველოს წილი გლობალურ ღვინის ბაზარზე 0.6%-ს შეადგენს, ცოტაა მაგრამ ჯამური ექსპორტის წილს 3-ჯერ აღემატება.




ბაჩო ადამია





მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up