თურქეთი საქართველოსთვის #1 სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1%-ი შეადგინა. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 10 თვეში 2 295.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15.1%-ია.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთიდან იმპორტმა 1 916 409.5 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან თურქეთში ექსპორტმა 379 176.9 ათასი დოლარი.
ტოპ-10 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
1. ელექტროენერგია - 79,553.10 ათასი დოლარი;
2. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 64,786.29 ათასი დოლარი;
3. ფეროშენადნობები - 55,542.97 ათასი დოლარი;
4. კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 37,282.03 ათასი დოლარი;
5. ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 17,435.27 ათასი დოლარი;
6. ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 15,537.44 ათასი დოლარი;
7. ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 11,646.45 ათასი დოლარი;
8. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 8,539.40 ათასი დოლარი;
9. ტყვია დაუმუშავებელი - 6,807.85 ათასი დოლარი;
10. ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - 5,149.96 ათასი დოლარი;
ტოპ-10 პროდუქტი, რაც თურქეთიდან საქართველოში შემოდის:
1. მსუბუქი ავტომობილები - 83,213.48 ათასი დოლარი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 58,062.74 ათასი დოლარი;
3. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 43,509.56 ათასი დოლარი;
4. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 38,886.41 ათასი დოლარი;
5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 38,099.07 ათასი დოლარი;
6. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 37,220.00 ათასი დოლარი;
7. ფილები მერქან-ბურბუშელისა - 33,524.83 ათასი დოლარი;
8. წნელები და პროფილები ალუმინისა - 29,808.98 ათასი დოლარი;
9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 29,059.56 ათასი დოლარი;
10. მავთულები იზოლირებული, კაბელები - 25,742.62 ათასი დოლარი;