ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

access_time2021-06-03 14:45:39

საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 25%-ით (24,6%) გაიზარდა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ - 218,853 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 97,524 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 121,328 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, სავაჭრო ბრუნვა 175,525 მლნ აშშ დოლარი იყო, აქედან საქართველომ ექსპორტიდან 60,504 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, 115,021 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი კი, უკრაინისგან შეიძინა.

 

ამასთან, 2020 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა იყო 607,9 მლნ დოლარი, საიდანაც 217,396 მლნ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 390,504 მლნ დოლარი იმპორტზე მოდიოდა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რაც 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იყიდა და გაყიდა უკრაინაში.

 

იმპორტი:

 

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან -15, 268 მლნ აშშ დოლარი

ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, შემდგომი დამუშავების გარეშე - 5,918 მლნ აშშ დოლარი

დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 5, 656 მლნ აშშ დოლარი

კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული- 5, 118 მლნ აშშ დოლარი


ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი, სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 4,238 მლნ აშშ დოლარი

შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 3,424 მლნ აშშ დოლარი

სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 3,048 მლნ აშშ დოლარი

პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 2,946 მლნ აშშ დოლარი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი - 2,293 მლნ აშშ დოლარი

ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 2,048 მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი:

 

მსუბუქი ავტომობილები - 28, 251 მლნ აშშ დოლარი

გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები -15,278 მლნ აშშ დოლარი

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 %-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 14,525 მლნ აშშ დოლარი

მინერალური და მტკნარი წყლები- 9,512 მლნ აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები -6, 789 მლნ აშშ დოლარი

მინერალური ან ქიმიური სასუქები, აზოტოვანი - 6,697 მლნ აშშ დოლარი

სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 5,977 მლნ აშშ დოლარი

წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1, 190 მლნ აშშ დოლარი

მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან -1,127 მლნ აშშ დოლარი

თხილი და სხვა კაკალი - 1,052 მლნ აშშ დოლარი

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაორმაგდეს.

 

„უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და მოხარული ვიქნებით კიდევ მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

Bpn.ge


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up