საქართველოს ტოპ-10 კომპანია, რომელთაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს

საქართველოს ტოპ-10 კომპანია, რომელთაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს

access_time2019-09-11 12:15:47

2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულში ენერგეტიკის სექტორში მოქმედი საწარმოები ჭარბობს.კერძოდ, ჩამონათვალში სამი ასეთი კომპანია მოხვდა. ესენია: სს „ნენსკრა ჰიდრო“, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.


„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.


აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.


ათეულში გვხვდება ასევე საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით მუშაობს.



ათეულშია სს „ნენსკრა ჰიდროც“, რომელიც საქართველში ჰიდროელექტროსადგურ - ნენსკრა ჰესს აშენებს. „ნენსკრა ჰიდრო“, კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.


ამ კომპანიების გარდა, „საქსტატის“ მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: „მაგთიკომი“, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, RMG Copper-ი, „ტოიოტა კავკასია“, „BP ჯგუფი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და შპს „აჭარ ენერჯი-2007“.


აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები არ არის რეიტინგის მიხედვით დალაგებული.


შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.


შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.


bpn.ge


თეგები:
საქსტატი



„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა ბიზნესისთვის

„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა  ბიზნესისთვის
access_time2019-11-21 20:35:01
კერხერის „მობილური სერვისი“,  ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის  დროისა და რესურსების დაზოგვას. კეხერმა საქართველოში პირველი მობილური სერვისი ოქტომბრის თვეში შესთავაზა მომხმარებელს და მას შემდეგ ამ სერვისზე  ინტერესი ყოველდღიურად...

„ვერ ვხედავ იმ საქართველოს, რომლის გამოც 9 აპრილს ვიბრძოდი“

„ვერ ვხედავ იმ საქართველოს, რომლის გამოც 9 აპრილს ვიბრძოდი“
access_time2019-11-22 10:25:23
დღეს, რომ 9 აპრილი იყოს პირველი, ვინც ყველას გაახსენდებოდა თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული უსინათლო მომღერალი, ლეილა ვეფხვაძე იქნებოდა. თუმცა, დღე 9 აპრილია არ არის და შესაბამისად ქალი, რომელიც 1989 წლის აპრილის აქციებში იღებდა მონაწილეობას აღარავის ახსოვს.    პატარა დინამიკი, მიკროფონი და მეტრომანი -ეს ლეილა ვეფხვაძის მთავარი ატრიბუტია,  ატრიბუტი რომელიც...

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ
access_time2019-11-22 12:40:07
აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. საკანონმდებლო პაკეტი, რამდენიმე კანონში  ცვლილებების  შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ...

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე
access_time2019-11-22 14:00:24
„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.   საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და...


მსგავსი სიახლეები

up