„თომსონ როიტერს“ ბიზნესის ერთი მიმართულება ლონდონიდან დუბლინში გადააქვს

„თომსონ როიტერს“ ბიზნესის ერთი მიმართულება ლონდონიდან დუბლინში გადააქვს

access_time2018-05-16 16:14:40

„თომსონ როიტერს", რომელიც სავაჭრო პლატფორმით ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება, უცხოური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პლატფორმა ლონდონიდან დუბლინში გადააქვს.

 

ლონდონიდან გასვლას კომპანია ე.წ. ბრექსიტისთვის სამზადისს უკავშირებს. კომპანიის განმარტებით, როდესაც 2019 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, დუბლინში მოქმედი სავაჭრო პლატფორმით იგი ისევ შეძლებს ბიზნესის წარმოებას ევროკავშირის მიერ რეგულირებულ სივრცეში. ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.

 

კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ბაზარზე წვდომა დაკარგოს. ირლანდიაში კომპანიის დაარსება კი საშუალებას მისცემს ისევ ევროპის ერთიანი ბაზრის სივრცეში იმოქმედოს.

 

„ბი-ბი-სის" ცნობით, „თომსონ როიტერმა" უკვე დააარსა ირლანდიაში კომპანია და მუშახელსაც ადგილზე აიყვანს. თუმცა, ლონდონის ოფისიდან თანამშრომლების გათავისუფლება არ მოხდება.


 

„თომსონ როიტერი" ლონდონში მოქმედი სავაჭრო პლატფორმით, ყოველდღიურად უამრავი ბიზნესი სარგებლობს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დუბლინში გადავა. თუმცა პლატფორმის კომპიუტერული სისტემა ლონდონში დარჩება.

 

„თომსონ როიტერი" პირველი ბრიტანული სავჭრო პლატფორმა არ არის, რომელმაც ლონდონიდან გასვლა არჩია. დანარჩენებმა ამსტერდამი ამჯობინეს.

 

 

1tv.ge

 

 

 




გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up