ამერიკელი კინოვარსკლავი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი დაავადდნენ კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მსახიობმა თავის ტვიტერ-გვერდზე გაავრცელა.მსახიობი ყვება, რომ ის მოგზაურობდა ავსტრალიაში, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.
კინოვარსკლავმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს არ გარისკონ. ჩააბარეს ანალიზები, რა დროსაც მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.ამჟამად ჰენქსი და უილსონი იმყოფებიან კარანტინში და დამატებით კვლევებს.
ამ დროისთვის ავსტრალიაში კორონავირუსით დაავადდა 128 ადამიანი, გარდაცვლილია 3.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ