ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.
შვიდი ბრძოლის შემდეგ 32 წლის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა. მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი ხვალ, ტაკანოშოსთან გამართავს.
დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ზედიზედ სამ ბაშოზე 33 ბრძოლის მოგება სჭირდება.
Imedinews