ტოკიოს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასები ცათამბრჯენში გადაიტანოს.
45-სართულიანი შენობა 240-მეტრის სიმაღლისაა და ექსპლუატაციაში აგვისტოდან შევიდა. ცათამბჯენი სამხრეთ იაესუს სატრანსპორტო ცენტრთან მდებარეობს. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მერიის ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტო საერთო ეროვნულ პროექტად“ შეაფასა. სკოლას აქვს სპორტული დარბაზები და მოსწავლეებისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი The Asahi Shimbun წერს, რომ სკოლის გარდა, შენობაში 60-მდე მაღაზია და ოფისი გაიხსნება. ზედა სართულები კი სასტუმროს დაეთმობა.