ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა.2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge