ტოკიოს მერიამ გადაწყვიტა, საჯარო სკოლა 45-სართულიან ცათამბჯენში განათავსოს. ინფორმაციას ადგილობრივი The Asahi Shimbun ავრცელებს.
ოფიციალურმა პირებმა სკოლისთვის 240-მეტრიანი ცათამბჯენის, Tokyo Midtown Yaesu-ის შენობა შეარჩიეს, რომელიც ექსპლუატაციაში აგვისტოში შევიდა. ცათამბჯენი სამხრეთ იაესუს სატრანსპორტო ცენტრთან მდებარეობს. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მერიის ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტო საერთო ეროვნულ პროექტად“ შეაფასა.
სკოლის გარდა, შენობაში 60-მდე მაღაზია და ოფისი გაიხსნება. ზედა სართულები უცხოურ სასტუმროს დაეთმობა. ყველა საჭირო სამუშაო, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც 1-ლი აპრილიდან იწყება, სკოლა ორი კლასისთვის 60 პირველკლასელის მიღებას გეგმავს.
bpn
https://www.bpn.ge/article/103495-tokios-catambjenshi-skola-gaixsneba