ტოკიო, დელი, შანხაი - გაერომ მსოფლიოს 20 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი დაასახელა

ტოკიო, დელი, შანხაი - გაერომ მსოფლიოს 20 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი დაასახელა

access_time2017-10-27 19:30:14

გაერომ, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 20 ქალაქი დაასახელა. პორტალ „ვესტი ეკონომიკას“ ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში, სახელწოდებით „მსოფლიო ქალაქები 2016–ში“ პირველ ადგილზეა იაპონიის დედაქალაქი ტოკიო, რომლის მოსახლეობამაც გასულ წელს 38 მილიონ 140 ათასი


„კომერსანტი“ გთავაზობთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქების ჩამონათვალს.


მე-20 ადგილზე 12 981 000 ადამიანით დასახელდა ბრაზილიის ქალაქი რიო-დე ჟანიერო. მე-19 ადგილზეა ჩინეთის ქალაქი გუანჩაუ - 13 070 000 ადამიანი. მე-18 ადგილზეა მანილა, ფილიპინები - 13 131 000 ადამიანი, მე-17 ადგილი - ლაგოსი, ნიგერია - 13 661 000 ადამიანი, მე-16 ადგილი - ჩუნცინი, ჩინეთი - 13 744 000 ადამიანი.


15. სტამბოლი, თურქეთი, მოსახლეობის რაოდენობა - 14 365 000


სტამბოლი არის თურქეთის უმსხვილესი ქალაქი, მთავარი სავაჭრო, სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ქვეყნის მთავარი პორტი სწორედ სტამბოლში მდებარეობს. ქალაქი განლაგებულია ბოსფორის სრუტის სანაპიროებზე, რომელიც ყოფს ქალაქს ევროპულ და აზიურ ნაწილებად. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ხიდები და მეტრო. მოსახლეობის რაოდენობით - ყველაზე დიდი ქალაქი ევროპაში.


14. კალკუტა, ინდოეთი, მოსახლეობის რაოდენობა - 14 980 000


კალკუტა არის ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი. ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით გამოირჩევა კრიმინალის შედარებით დაბალი მაჩვენებლით.


13. ბუენოს-აირესი, არგენტინა, მოსახლეობის რაოდენობა - 15 334 000


არგენტინის დედაქალაქის და მისი გარეუბნების მოსახლეობის რიცხოვნობა სწრაფად იზდება, მათ შორის ბოლივიიდან, პარაგვაიდან, პერუდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან მიგრანტების დიდი რაოდენობის ხარჯზე. ქალაქი მრავალეროვანია, თუმცა მოსახლეობის გაყოფა ხდება არა ეროვნული ან რასობრივი, არამედ კლასობრივი ნიშნით.


12. კარაჩი, პაკისტანი, მოსახლეობის რაოდენობა - 17 121 000


ქალაქის მოსახლეობა იზრდება წლიურად 5%-ით - ძირითადად შიდა მიგრაციების ხარჯზე - პაკისტანის ყველაზე დიდ ქალაქში ყოველწლიურად, მხოლოდ ქარხნებში სამუშაოდ ჩამოდის 45 000 მუშა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.


11. დაკა, ბანგლადეში, მოსახლეობის რაოდენობა - 18 237 000



ქალაქს ახასიათებს აზიაში მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 4,2% წელიწადში. ეს ძირითადად გამოწვეულია სოფლებიდან მოსახლეობის უზარმაზარი მიგრაციით.


10. ნიუ-იორკი, აშშ. მოსახლეობის რაოდენობა - 18 604 000


მოსახლეობის მუდმივი ზრდის ძირითადი ფაქტორია მიგრაცია. ნიუ-იორკი არის აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი ლონდონთან და ტოკიოსთან ერთად.


9. კაირო, ეგვიპტე. მოსახლეობის რაოდენობა - 19 128 000


კაიროს მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა გასული ათწლეულების განმავლობაში. ამის ძირითადი მიზეზებია მაღალი შობადობა და მიგრაცია სოფლებიდან. მოსახლეობის მატების გამო, შეიქმნა კაიროს რამდენიმე ქალაქი-თანამგზავრი.


8. ოსაკა, იაპონია. მოსახლეობის რაოდენობა - 20 337 000


ოსაკა არის სიდიდით მესამე ქალაქი იაპონიაში. მისი საქმიანი რეპუტაცია არის ქალაქის ისტორიის ანარეკლი - მრავალი საუკუნეების განმავლობაში ოსაკა იყო იაპონიის სავაჭრო დედაქალაქი და მსხვილი კომერციული ცენტრი.


7.მეხიკო, მექსიკა. მოსახლეობის რაოდენობა - 21 157 000


360 000-ზე მეტი მექსიკელი ინდიელი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეთნიკური ჯგუფს, ამჟამად ცხოვრობს დედაქალაქში. მათ შორის, ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ეროვნება ნაუა. ეს არის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, განსხვავებით ინდიელების სხვა ჯგუფებისგან, რომლებიც ჩამოვიდნენ მეხიკოში სხვა რეგიონებიდან.


6. პეკინი, მოსახლეობის რაოდენობა - 21 240 000


ჩინეთის დედაქალაქში ცხოვრობს ბევრი უცხოელი - ძირითადად, ბიზნესმენები, უცხოური კომპანიების წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი სახლდებიან რამდენიმე რაიონში პეკინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ბოლო წლებში ქალაქში ჩამოდის ბევრი სამხრეთ კორეელი, ამიტომაც სწორედ კორეელები წარმოადგენენ ყველაზე დიდ უცხოურ დიასპორას ჩინეთში.


5. სან-პაულუ, მოსახლეობის რაოდენობა - 21 297 000


სან-პაულუ არის ყველაზე მრავალეროვანი ბრაზილიის ქალაქებიდან. ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, სან-პაულუს მოსახლეობა წარმოადგენს სხვადასხვა ეთნოსების სინთეზს. დღეისათვის 100-ზე მეთი ეთნიკური ჯგუფი მიიჩნევს ამ ქალაქს საკუთარ სახლად.


4. მუმბაი, ინდოეთი. მოსახლეობის რაოდენობა - 21 357 000


ქალაქი გამოირჩევა მამაკაცების დიდი რაოდენობით - ეს გამოწვეულია იმით, რომ სწორედ მამაკაცები ჩამოდიან იქ სამუშაოდ სოფლებიდან. წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი შეადგენს 77%, რაც ინდოეთის მასშტაბში საშუალო მაჩვენებელზე მეტია. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნა შედგენს 82%-ს, ქალებს შორის - 71,6%.


3. შანხაი, ჩინეთი, მოსახლეობის რაოდენობა - 24 484 000


შანხაი არის ჩინეთის ფინანსური და სავაჭრო ცენტრი. 5 მლნ. ადამიანზე მეტი ცხოვრობს იქ არაოფიციალურად, მათ შორის, 4 მლნ. სეზონური მუშები მეზობელი ღარიბი პროვინციებიდან.


2. დელი, ინდოეთი, მოსახლეობის რაოდენობა - 26 454 000


დელი არის ინდოეთის დედაქალაქი, რომელშიც შერეული მრავალი კულტურა. სხვადახვა ერები თამაშობენ განსხვავებულ როლს ქალაქის ეკონომიკაში. პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, ქალაქი იზიდავს მიგრანტებს მთელ ინდოეთიდან, რაც ხელს უწყობს ქალაქის ეროვნულ და კულტურულ მრავალფეროვნებას.


1.ტოკიო, იაპონია, მოსახლეობის რაოდენობა - 38 140 000


ამ დროისთვის იაპონიის დედაქალაქი არის ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი მსოფლიოში. დღის განმავლობაში 38 მლნ. მუდმივად მცხოვრებს ემატება 2,5 მლნ. ადამიანი მეზობელი რეგიონებიდან. ეს ეფექტი უფრო მკვეთრად ჩანს ქალაქის 3 ცენტრალურ რაიონში.





vestifinance.ru



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up