ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ტოივო კლაარი ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

access_time2019-03-15 16:59:25

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“–ს პრესსამსახურიდან აცნობეს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს.


ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.



„ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს.


ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგნლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“ - განაცხადა ტოივო კლაარმა.








ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up