„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

access_time2019-07-18 13:00:02

„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia- თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ მგზავრები,“ - ასე აფასებს „ტოიოტა ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი TAV Georgia-სთან თანამშრომლობის 3 წელიწადს.


შეთანხმების ფარგლებში აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ „ტოიოტას ტაქსებს“ უნდა განეხორციელებინათ. თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ კომპანია აღარ გააგრძელებს აეროპორტების მმართველ TAV Georgia-სთან ურთიერთობას და მიზეზად მძიმე ფინანსურ წნეხს ასახელებს.



„მე შევთავაზე კომპანიას, რომ დაეკლოთ გადასახადის მოცულობა , რადგან  როცა დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ვიხდიდით 10 000 დოლარს, ეს იყო 176 ათასი ლარი.  მერე მოუმატეს და მოუმატეს გადასახადს, ასე  ავიდა ეს თანხა 50 ათას ლარზე, რომელსაც უკვე 2 წელია ვიხდით. ჩვენთვის ეს მიმართულება კომერციული თვალსაზრისით აბსოლუტურად წაგებიანია. TAV Georgia-ს აეროპორტში ვიდგე მე ჩემი ტაქსებით და ზარალზე ვიმუშაო?  არანაირად არ მაწყობს.  პირველ ოქტომბრამდე გვაქვს კონტრაქტი აეროპორტთან და  მერე იქიდან დიდი სიხარულით გამოვალთ . რომც მითხრან  5000 დოლარად მოდიო, მაინც არ წავალ. TAV Georgia-ს ვეუბნებოდი, ცოტა ხელი შეგვიწყეთმეთქი,  მაგრამ პირიქით, ოქტომბრიდან კიდევ უნდა გაგიძვიროთ მომსახურებაო.



ბოლო 3 წლის განმავლობაში  ჩვენს კომპანიას ქალაქში  ტაქსები საერთოდ გავაუქმეთ და მარტო აეროპორტში ვიყავით დარჩენილები 40 მანქანით, იმიჯისთვის. ფაქტია, რომ ზარალის მეტი არაფერი  გვინახავს. არ ადარდებდათ ჩვენი ტაქსების მუშაობა, მარტო ფულს ითხოვდნენ. ეს კომპანია მარტო იმისთვისაა მოსული, რომ ფული აკეთოს და მერე უგზავნოს თემურ ალასანიას,“ - აცხადებს ირაკლი გურჩიანი



თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.




რაც შეეხება მოთხოვნებს, TAV Georgia- ცნობით:



  • ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით;


  • აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10 ავტომობილისა, ხოლო დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე;


  • ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით ,,აეროპორტის ტაქსი“;


  • ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისთვის;


  • მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით;


  • ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


ამასთან, როგორც კომპანიის განცხადებაშია  აღნიშნული, მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით; უნდა იყვნენ პროფესიონალი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული და მგზავრზე ორიენტირებული.



„კომერსანტის“ შეკითხვაზე, რამდენად შეძლებს საქართველოს ბაზარზე არსებული რომელიმე ტაქსების კომპანია იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც აეროპორტთან თანამშრომლობისთვისაა აუცილებელი - ირაკლი გურჩიანი პასუხობს, რომ ამ წლების მანძილზე არაერთხელ ცდილობდნენ „ტოიოტას“ ჩამოცილებას ბაზრიდან და, შესაბამისად, მათი ადგილის დაკავების მსურველებიც იქნებიან, თუმცა რამდენად ჯანსაღი ბიზნესის მწარმოებლები იქნებიან, ჯერ კიდევ საკითხავია.



 „წლების განმავლობაში გვებრძოდა უამრავი კორუმპირებული ჩინოვნიკის ზურგს ამოფარებული ადამიანი, მაგრამ ვერ მოგვიგეს. ხან ვინ ჩარიეს ხან ვინ - უნდოდათ,  რომ ჩვენ გავსულიყავით აეროპორტიდან.  ხან გვიბარებდნენ და გვეუბნებოდნენ  ცუდად მუშაობთ და უნდა დატოვოთ ეს საქმეო. მძღოლი მოდის სამუშაოდ, ჩვენ მისთვის მიქირავებული გვაქვს მანქანა და იმის კაი კაცობას და ცუდ კაცობას ვერ შავამოწმებ. ჩვენ არ გავედით. იმედი გვქონდა, რომ ამუშავდებოდა ტაქსები, მაგრამ ახლა დამითმია გზა ყველასთვის. აიყვანენ ვინმე ჩინოვნიკის კონგლომერატს.



ჩვენ გვქონდა სტანდარტული ფასი,  აეროპორტიდან ქალაქამდე 25 ლარი, მერე 35 ლარი.  ზოგი კერძო მძღოლი დაიჭერდა რომელიმე ჩამოსულ უცხოელს და 100 ევროს ახდევინებდნენ და ზოგს ორასს, მერე ისინი ჩიოდნენ და გვბრალდებოდა ჩვენ, რადგან ოფიციალურად ჩვენ ვართ დაფიქსირებული,  - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.


ირაკლი გურჩიანს, რა თქმა უნდა, ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა ვინ ახდენდა ზეწოლას, მაგრამ მან კონკრეტული გვარებისა და კომპანიების დასახელებისგან თავი შეიკავა. 

 


მარიამ მორგოშია





მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up