„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს

access_time2021-03-05 12:27:45

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შორისაა 10-მდე ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აღჭურვილია 2.5 ჰიბრიდული ძრავით, გამოიმუშავებს 222 ცხენის ძალას და გამოირჩევა საწვავის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (4.4ლ/100კმ).


ბენზინის ძრავით წარმოდგენილი მოდელები აღჭურვილია 2.0 ძრავით და ჰიბრიდის მსგავსად სამოდელო ხაზში ხელმისაწვდომია, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობის სისტემის მქონე (4x4) კომპლექტაციებით.


„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ RAV4-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არჩევანს ლიზინგზე შეაჩერებს, დამატებით 8000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.


ასევე, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თრეიდ-ინ შეთავაზებით, რაც გულისხმობს, ნებისმიერი მარკის მეორადი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩაბარებას და ცენტრიდან ახალი რავ4-ის გაყვანას მასზე მორგებული პირობებით. ახალი ავტომობილის დაზღვევა უკვე შესაძლებელია ცენტრიდან გაუსვლელად ტოიოტას ექსკლუზიური დაზღვევით, ტოიოტა კასკოთი.



1989 წელს ტოკიოს ავტოგამოფენაზე გაჩნდა RAV4-ის კონცეპტ მოდელი, რომელმაც მომენტალურად მიიქცია ავტომოყვარულთა ყურადღება. ტოიოტამ მისი სერიული წარმოება 1994 წლიდან დაიწყო. 26 წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები 10 მილიონ ერთეულ მოდელს აღწევს. 2018 წელს, იაპონელმა ინჟინრებმა შექმნეს მეხუთე თაობის ტოიოტა რავ4, რომელიც კროსოვერებს შორის ნამდვილი ბესტსელერი გახდა და დღემდე ამ სტატუსს არცერთ სხვა მოდელს არ უთმობს. მეხუთე თაობის RAV4 აწყობილია TNGA პლატფორმაზე (ტოიოტა ახალი გლობალური არქიტექტურა) სწორედ აღნიშნული პლატფორმის წყალობით მეხუთე თაობის RAV4 მისი წინამორბედისგან განსხვავებით გამოირჩევა მეტად მყარი კონსტრუქციით, მისი სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად დაბლაა დაწეული, რის გამოც, მეხუთე თაობის RAV4-ს გააჩნია შეუდარებელი მანევრისა და მართვის უნარი. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4 აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელსაც გააჩნია:


  • შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით;
  • ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა- სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას;
  • საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა- უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით;
  • ფარების ავტომატური გადართვის სისტემა- ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში, შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ შოურუმში მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ.N6.



(R)


თეგები:
RAV4



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up