„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა

access_time2022-12-15 16:27:26

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ განაგრძობს ზრუნვას თანასწორი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე და ის უკვე „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია გამოთქვამს მზაობას, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში თანასწორი შესაძლებლობების გამყარებაზე.

 

„ქალთა გაძლიერების პროგრამა“ შვიდ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. მთავარი იდეა კი სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებაში ქალების გაძლიერებაა. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ოფიციალურად ხელი 14 დეკემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ კონფერენციაზე მოაწერა.



მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: ვფიქრობთ, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით ჩვენმა  კომპანიამ  კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ასე, ერთობლივი ძალისხმევით სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ: დავარწმუნებთ ქალებს, არასოდეს თქვან უარი მიზნებსა და მისწრაფებებზე, იყვნენ მოტივირებულები და იცოდნენ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ. გვჯერა, ამ გზით მოვახერხებთ სტერეოტიპებთან გამკლავებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების როლის წინ წამოწევას“.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პირველი კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელსაც ქალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  ყოველწლიურად ქალთა რალის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლებენ. 


 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესის ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სულ უფრო მზარდია. დღეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს საქართველოში უკვე 168 კომპანია აწერს ხელს, რაც, ჯამში, 70 000-ამდე დასაქმებულს ნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით კი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი 7500-ს აღემატება.



ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი: კერძო სექტორის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში ძალიან ღირებულია. გვიხარია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის კომპანიები ინტენსიურად მუშაობენ, ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას - იქნება ეს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და პროცედურების დანერგვა, დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზება, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების გადამზადება, დაწინაურება თუ ზოგადად ხელშეწყობა. გვიხარია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  ქალთა გაძლიერების პრინციპებს შემოუერთდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო ეფექტიანად და დროულად შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით“.


„ქალთა გაძლიერების პრინციპები“ 2010 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, კომპანიებს დაეხმაროს, არსებული პოლიტიკა და პროგრამები ქალთა უფლებების გაფართოების განხორციელების პროცესს მოარგონ ან, საჭიროების შემთხვევაში,  ახალი პოლიტიკა და პროგრამები შეიმუშაონ. საერთაშორისო პრინციპებზე ხელმოწერით ამ პროცესს უკვე  „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“  შეუერთდა.

 

--

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებსკომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up