„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს

access_time2020-10-13 13:07:02

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ Highlander-ის უახლესი მოდელის შეძენა უკვე შესაძლებელია. TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ერთგულ მომხმარებელსა და ტოიოტას მოყვარულებს 2020 წლის ამ საუკეთესო და მძლავრი კროსოვერის ტესტ-დრაივზე ცენტრში იწვევს, - ინფორმაციას ამის შესახებ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.



ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში წარმოდგენილი უახლესი Toyota Highlander-ის დათვალიერება და წინასწარი ჩაწერით ტესტ-დრაივის გავლა ნებისმიერ მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.



როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ნინო გაგუა აღნიშნავს, დახვეწილი დიზაინი, გამორჩეული ტევადობა, V6 ბენზინის ძრავა და AWD სისტემის კომბინაცია, ასევე, უახლესი უსაფრთხოების სისტემები Toyota Highlander-ის 2020 წლის მოდელის სრულყოფილებას უსვამს ხაზს და ამ კროსოვერს მთელი ოჯახისთვის მაქსიმალურად საიმედოს და კომფორტულს ხდის. ეს მახასიათებლები Toyota-ს ახალი, TNGA (New Global Architecture) პლატფორმისა და უახლესი აქტიური უსაფრთხოების სისტემის დამსახურებაა.


„ნებისმიერი ავტომოყვარული მალევე დარწმუნდება, თუ რამდენად მძლავრი, კომფორტული და საიმედოა 2020 წლის Toyota Highlander-ი, რომელსაც უსაფრთხოების არაერთი დამატებითი ფუნქცია გააჩნია. Highlander-ის ავტომატური დამუხრუჭების სისტემის წყალობით, დაბრკოლების აღმოჩენისას, სისტემა თვითონ ამცირებს ძრავის სიმძლავრეს და საჭიროების შემთხვევაში, დამუხრუჭების ფუნქციასაც იყენებს. ამ კროსოვერის უსაფრთხოების სისტემა ისეთი ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც მუდმივად აფრთხილებს მძღოლს და აუცილებლობისას, დამატებით რთავს მუხრუჭების კონტროლის სისტემას, რითაც შესაძლო შეჯახების თავიდან არიდება ხდება. უსაფრთხოების უახლესი აქტიური სისტემები (TSS 2.5) ტოიოტამ იმ მიზნით შექმნა, რომ მინიმუმამდე დაეყვანა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკები. Highlander-ი განსაკუთრებული კროსოვერია, ძალიან პრაქტიკული და ყოველდღიურობაზე მორგებული. ის საუკეთესო ავტომობილი იქნება თანამედროვე ოჯახისთვის. ყურადღებას იპყრობს მისი ექსტერიერი; აქვს დახვეწილი ერგონომიული ინტერიერი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითაა შესრულებული. შეუძლებელია, არ მოგეწონოთ მისი სალონი და სავარძლების გამორჩეული ფორმა, ხელსაწყოთა პანელი, რომელშიც ჩაშენებულია მრავალფუნქციური სენსორული 8-დუიმიანი მონიტორი, რომელიც მგზავრობას გაცილებით სახალისოს ხდის. მონიტორს უერთდება iPhone ან Android სმარტფონი, სტანდარტული Apple CarPlay-ის ან Android Auto-ს გამოყენებით“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.



„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, Toyota Highlander-ი ბევრად უხმაუროდ და რბილად გადაადგილდება. ოთხივე ამძრავი თვლის სისტემა (AWD) და ბრუნის მომენტის დინამიკური ვექტორიზაცია შესაძლებელს ხდის, დარეგულირდეს რეაგირების სისხარტე, ხოლო სიმძლავრე სწორედ იმ თვლებზე გადანაწილდეს, რომელიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.


„არ აქვს მნიშვნელობა, უახლესი Highlander-ით სად იმოგზაურებთ - ქალაქში თუ ქალაქგარეთ, გზატკეცილზე თუ ოფროუდზე, მძღოლის კომფორტი არასოდეს დაირღვევა. უახლესი Highlander-ი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისათვის. უკვე შესაძლებელია ჩაეწეროთ ტესტ-დრაივზე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ და თავად გამოსცადოთ ახალი Highlander-ი, შეაფასოთ, როგორც მისი ექსტერიერ-ინტერიერი, ასევე, მისი ტექნიკური შესაძლებლობები“, - განმარტავს ნინო გაგუა.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც უახლესი Toyota Highlander-ის ტესტ-დრაივის გავლა სურს, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com


(R)


თეგები:
ტოიოტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up