„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს - გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლეს - გახანგრძლივებულ საგარანტიო პაკეტ „ტოიოტა 10“-ს სთავაზობს

access_time2022-05-20 12:43:54

ტოიოტას პირველი ოფციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებულ სიახლეს სთავაზობს. ახალი პაკეტი - „ტოიოტა 10“, სამი წლის ნაცვლად, საგარანტიო მომსახურების გახანგრძლივებას 10 წლამდე გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, სიახლე ვრცელდება ოფიციალურ დილერთან შეძენილ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სევისცენტრში უტარდება. პაკეტი „ტოიოტა 10“ ამოქმედდება აღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ამოიწურება ავტომობილზე გაცემული ქარხნული გარანტია, რომლის ვადაც 3 წელია 100 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე. ახალი გაფართოებული პაკეტი ძალაში შედის ყოველი სრული გეგმური ტექნიკური მომსახურების შემდეგ და აქტიურია მომდევნო გეგმურ მომსახურებამდე, ავტომობილის თავდაპირველი გაყიდვის თარიღიდან მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში, ან 160 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განცხადებით, ეს სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ქარხნული გარანტიის ამოწურვის მიუხედავად, დამატებითი საგარანტიო მომსახურებით ისარგებლოს.

 


„ვფიქრობთ ეს სიახლე უთუოდ დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. ქარხნული გარანტიის ამოწურვის დღიდან მოქმედებას დაიწყებს დამატებითი დაფარვის პირობები იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს გავლილი აქვს სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სერვისცენტრში. რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, ის ქარხნული გარანტიით მოცულია 5 წლის განმავლობაში, „ტოიოტა 10“ კი უზრუნველყოფს ამ პერიოდის განხაგრძლივებას დამატებით 5 წლით და გარბენის დამატებით 60 000 კილომეტრით გაზრდას. 10 წლამდე გახანგრძლივებული საგარანტიო პაკეტი მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას ტოიოტას ორიგინალი წარმოების სათადარიგო ნაწილებითა და აგრეგატებით, რომლებსაც ოფიციალურ დილერს  თავად მწარმოებელი აწვდის. გარდა ამისა, „ტოიოტა 10“-ის ფარგლებში, მომხმარებელს ნებისმიერი სახის ტექნიკურ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული ტექნიკოსები უახლესი დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან დააინტერესებს მომხმარებელს არის ის, რომ „ტოიოტა 10“-ის საგარანტიო პირობები ავტომობილის ახალ მფლობელზეც გადადის“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს „ტოიოტა 10“-ის შესახებ, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com



(R)





თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....


მსგავსი სიახლეები

up