„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - მომხმარებელს ძველი ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ, დიდი ფასდაკლებით ახლის შეძენა შეუძლია

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - მომხმარებელს ძველი ავტომობილის ჩაბარება და სანაცვლოდ, დიდი ფასდაკლებით ახლის შეძენა შეუძლია

access_time2020-07-29 12:15:37

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, დიდი ფასდაკლების აქციის ფარგლებში, ტოიოტას მოყვარულებისთვის  ახლა უკვე დიზელის ძრავიანი ყველგანმავალი Toyota Fortuner DSL-ი 7000 ლარამდე ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი. დიდი ფასდაკლების აქცია ტოიოტას სხვადასხვა ცნობილ მოდელზე აგვისტოს თვეშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ძველი ავტომობილი ცენტრში ჩააბაროს და სანაცვლოდ, სასურველი ავტომობილი შეიძინოს. ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ Toyota Fortuner DSL-ის გარდა, ტოიოტას მოყვარულები უპრეცედენტო ფასად და საუკეთესო პირობებით ისეთ მოთხოვნად მოდელებს შეიძენენ, როგორიცაა: მაღალი გამავლობის, დახვეწილი დიზაინისა და ინტერიერის მქონე Toyota Land Cruiser 200; უნიკალური შესაძლებლობებითა და საიმედოობით ცნობილი Toyota Land Cruiser Prado; უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი კომფორტული Toyota Camry  და Toyota Camry Hybrid; ურბანული დიზაინის მქონე მძლავრი და ჰარმონიული ქროსოვერი Toyota C-HR

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, დიდი ფასდაკლების აქცია იმ მიზნით დაიგეგმა, რომ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის ტოიოტას სასურველი მოდელის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი სოლიდურ თანხას დაზოგავს.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, თუ მომხმარებელს ძველი ავტომობილის ახლით ჩაანაცვლების სურვილი ექნება, უპრეცედენტო ფასდაკლებასთან ერთად, მას პროექტ „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელ პირობებსაც შესთავაზებენ. მომხმარებელს შეეძლება ძველი ავტომობილი ცენტრში საბაზრო ფასად ჩააბაროს, პარალელურად კი, ახალი ავტომობილი შეიძინოს. ამ შემთხვევაში, მას მხოლოდ ფასთაშორის სხვაობის დაფარვა მოუწევს, რაც მისთვის ორმაგად ხელსაყრელი იქნება. ძველი ავტომობილის ჩაბარების მსურველმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს „ტოიოტა პლუსის“ ძირითადი მოთხოვნები: ჩასაბარებელი ავტომანქანის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს, მისი გარბენი არ უნდა ასცდეს 160 000 კმ-ს, ავტომანქანა არ უნდა იყოს ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ძველი ავტომობილის შეფასება ადგილზე, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში მოხდება, სადაც ის სავალდებულო ტესტირებასა და დეტალურ შემოწმებას გაივლის.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ „ტოიოტა პლუსით“ მომხმარებელს არა მარტო ტოიოტას ახალი თაობის ავტომობილის შეძენის გზები უმარტივდება, არამედ შეუძლია საბაზრო ფასად ძველი ავტომანქანა ჩააბაროს ან თავისი ძველი ავტომობილის ნაცვლად, ტექნიკურად აბსოლუტურად გამართული, „სუფთა ისტორიის“ მქონე მეორადი ავტომანქანა ხელსაყრელ ფასად და 2-წლიანი საგარანტიო მომსახურების პირობით შეიძინოს. 2-წლიანი გარანტია, რაც პრაქტიკულად, ცენტრში შეძენილი ახალი ავტომანქანის საგარანტიო მომსახურების იდენტურია, ასევე მოიცავს ევაკუატორის, მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების უფასო მომსახურებისა და „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისებზე ფასდაკლებით სარგებლობის პირობებს.


 

გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის ფასდაკლებით შეძენისა და „ტოიოტა პლუსით“ სარგებლობის მსურველებს ონლაინ კონსულტაციებსაც სთავაზობს, მათ შორის TOYOTA CASCO-ს კომფორტულ სადაზღვევო შეთავაზებასთან დაკავშირებითაც, რომელიც სპეციალურად ტოიოტას მომხმარებლისთვისაა შექმნილი. TOYOTA CASCO გამოირჩევა მოქნილი სალიზინგო პირობებითა და ხელსაყრელი სადაზღვევო პაკეტებით, მოიცავს ყველა ძირითადი რისკის დაზღვევას, ტექნიკური ასისტენტის მომსახურებასა და სხვადასხვა ბენეფიტებს.

 

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების კონსულტანტები ავტომანქანაში ინდივიდუალური სტილის შექმნის მსურველებს ორიგინალი წარმოების აქსესუარების შერჩევასა და შეკვეთაშიც დაეხმარებიან. ტოიოტას ერთგული მომხმარებლისთვის აქსესუარებზე, ავტონაწილებსა და სერვისზე ფასი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ კვლავინდებურად უცვლელია.

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, მომხმარებელი, რომელსაც ტოიოტას მოდელების  ფასდაკლებით შეძენა სურს, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სასურველი ავტომობილის შესარჩევად თუ ტესტ-დრაივის გასავლელად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:30-დან 14:00 საათამდე - მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

 

 

ავტომობილის შესაძენად მისულ მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.


 


 


თეგები:
ტოიოტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up