„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

access_time2021-02-04 10:53:06

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო ხატვის კონკურსის - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები გამოავლინა. ცხრავე გამარჯვებულის ნამუშევარი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა, იაპონიაში გაიგზავნება. ცხრავე ქართველი გამარჯვებული ტოიოტას მე-14 საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 16 წლამდე ასაკის ბავშვთა საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდა. საერთო ჯამში, ეროვნულ დონეზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 84 მონაწილე დარეგისტრირდა.


„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ტოიოტას უდიდესი საერთაშორისო კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარების სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულათასობით ბავშვთან ერთად, ქართველმა ბავშვებმაც გამოთქვეს და ამით მათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვეს, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გააცნონ.


კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის - 12 წლის ნუცა ბოლაშვილის ოცნების ტოიოტა მთელი მსოფლიოს ბავშვებს ეხმარება. მის მიერ დახატული ავტომობილი-ფერმა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, საკვებსა და ნივთებს გამოიმუშავებს და იმ ბავშვებს უგზავნის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 10 წლის ანანო კემულარიას ოცნებით შექმნილ ავტომობილს ფრენა შეუძლია. ის კოვიდ-19-ის ვაქცინას აფრქვევს საქართველოს და ყველა ქვეყანას იმისათვის, რომ სამყარო გადაარჩინოს. 13 წლის ქრისტინე გოცირიძემ კი ტოიოტას უნიკალური მოდელი შექმნა. ამ საოცნებო ავტომობილში მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები სხდებიან. მოგზაურობის შემდეგ ისინი ახალგაზრდები, ენერგიული და მხიარულები ხდებიან. როგორც ქრისტინე ფიქრობს, ამით ადამიანი უკვდავი არ ხდება, მაგრამ მას კიდევ ერთი შანსი ეძლევა.



კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა. I კატეგორიაში: I ადგილი - ელენე შარვაძე, II ადგილი - საბა ახვლედიანი, III ადგილი - გიორგი კოპაძე; II კატეგორიაში: I ადგილი - ანანო კემულარია, II ადგილი - რატი დევდარიანი, III ადგილი - ლუი აბზიანიძე; III კატეგორიაში: I ადგილი - ქრისტინე გოჩიაშვილი, II ადგილი - ნუცა ბოლაშვილი, III ადგილი - სანდრო ასათიანი.


გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სასაჩუქრე ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თინათინ მაკარიძემ ინდივიდუალურად გადასცა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე უკლებლივ ყველა ბავშვს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ წამახალისებელი პრიზები გაუგზავნა.


როგორც თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ცხრავე ნამუშევარი, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, იაპონიაში, „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ გაეგზავნება.


„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, უდიდესი საერთაშორისო ხატვის კონკურსით სხვადასხვა ეროვნების უამრავ ბავშვს აძლევს საშუალებას, თავისი ოცნება მსოფლიოს გაანდოს და ამით სამყარო გაცილებით კეთილი და გულისხმიერი გახადოს. წლევანდელ კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები გასაოცრად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. სასიხარულოა ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, კონკურსში ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გამარჯვებულ ნამუშევრებს იაპონიაში გაგზავნის, სადაც კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდებიან“, - განაცხადა თინათინ მაკარიძემ.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული კონკურსის 9 ფინალისტის ნამუშევრები ჟიურიმ კონკურსში შემოტანილ 84 ნახატს შორის საუკეთესოდ აღიარა. ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტურის შედეგები 2021 წლის ივნისში გახდება ცნობილი, დეტალური ინფორმაცია კი გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up