„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი  ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

access_time2022-06-27 16:35:24

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მორიგ ორ მნიშვნელოვან პროექტს - Toyota Approved Used-ს და Toyota Easy-ის სთავაზობს. ორივე პროექტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.

 

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი მუდმივად აითვალისწინებს ავტომფლობელთა საჭიროებებს, იცავს მათთან ურთიერთობის მთავარ პრინციპს - მომსახურების მაღალ ხარისხზე ხელმისაწვდომობას, ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა თუ მგზავრობის უსაფრთხოებაზე და მუდამ ცდილობს მისთვის ახალი, მოქნილი შეთავაზებები აამოქმედოს. ტოიოტას ყველა პროექტი სწორედ ამგვარ მიდგომებს ეფუძნება.

 

პროექტი Toyota Approved Used-ი, თავისი მოქნილი პირობებით, მაქსიმალურად ხელსაყრელია: ზოგავს მომხმარებლის დროს და აზღვევს მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან, რაც ასე ხშირია მეორადი ავტომობილის აუქციონის წესით ან ბაზრობებზე შეძენა-გაყიდვისას.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი მომხმარებელს სამ ოფციას სთავაზობს. პირველი - „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძველი ავტომობილის საბაზრო ფასად და გამარტივებული პროცედურებით ჩაბარებას ითვალისწინებს. ძველი ავტომობილის ჩაბარების პროცესი მხოლოდ ერთსაათიან პროცედურას და 145 პუნქტიან შემოწმებას მოიცავს, რაც საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერტიფიცირებულ სერვისცენტრში ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს. თუ ავტომობილი პროექტით დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელს ძველი ავტომობილის „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩაბარება შეუძლია. მეორე ოფცია ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტოიოტას ნებისმიერი ახალი მოდელის ფასთა შორის სხვაობით შეძენაა, ხოლო მესამე - ტექნიკურად გამართული, 12-თვიანი გარანტიისა და ულიმიტო გარბენის მქონე, მეორადი ავტომობილის საბაზრო ფასად შეძენაა.



 


მეორე, ასევე მნიშვნელოვანი პროექტი - სალიზინგო პროდუქტი Toyota Easy კი, რომელიც, ტოიოტამ პარტნიორ კომპანიებთან - „თიბისი ლიზინგსა“ და „ბბ ლიზინგთან“ კოლაბორაციით შეიმუშავა, ერგება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს და მოქნილი პირობებით, ავტომობილის შეძენის პროცედურას ამარტივებს.

 

Toyota Easy-ით მომხმარებელი ერთდროულად მიიღებს ექსკლუზიურ ფასს სასურველ ავტომობილზე,  ისარგებლებს  ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით და, პარალელურად, შეძლებს მართოს საგარანტიო პირობებით დაცული ავტომობილი. Toyota Easy-ით სარგებლობის პერიოდი 12 - 60 თვეა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეინარჩუნოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება ან სურვილის შესაბამისად, ავტომობილი ცენტრში დააბრუნოს, ან განაახლოს.


დაინტერესებულ მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების სამსახურს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com


 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up