„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დიდი ფასდაკლების აქცია  გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დიდი ფასდაკლების აქცია გრძელდება

access_time2020-07-14 14:24:35

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დიდი ფასდაკლების აქცია ივლისის თვეშიც გრძელდება. TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში ტოიოტას მოყვარულებს პოპულარული მოდელების შეძენას ისევ უპრეცედენტო ფასად და საუკეთესო პირობებით სთავაზობს.

 

 

 

დიდი ფასდაკლება ტოიოტას რამდენიმე ყველაზე მოთხოვნად მოდელზე ვრცელდება: ლეგენდარული ToyotaLand Cruiser 200 - დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული ინტერიერითა და მაღალი გამავლობით; შეუდარებელი Toyota Land Cruiser Prado - აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებითა და საიმედოობით; ელეგანტური და კომფორტული Toyota Camry / Toyota Camry Hybrid - სედანი შექმნილი უახლესი ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით; სკულპტურული და დახვეწილიToyota C-HR - ურბანული დიზაინის მქონე მძლავრი და ჰარმონიული ქროსოვერი.

 

 

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, დიდი ფასდაკლებით ტოიოტას მოყვარულებსა და ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვთ, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ ტოიოტას უახლესი და პოპულარული მოდელები და ამასთან ერთად, სოლიდური თანხა დაზოგონ.

 

 

 

„აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ უპრეცედენტო ფასებია ისეთ მოდელებზე, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს ტოიოტას მოყვარულებში. ფასდაკლების აქცია სწორედ იმ ნიშნით დაიგეგმა, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის საყვარელი მოდელები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. Land Cruiser 200-ის შეძენით დაინტერესებული მომხმარებელი 18 000-ლარიან გრანდიოზულ ფასდაკლებას მიიღებს. Land Cruiser Prado-ს შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებელი 12 800 ლარის ეკონომიას გასწევს, Toyota Camry-ის ან Toyota Camry Hybrid-ის მყიდველი 9 600 ლარს დაზოგავს. რაც შეეხება Toyota C-HR-ს, ამ ავტომობილის შეძენა „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 8 000 ლარით ნაკლებად არის შესაძლებელი“, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

 

 

 


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელის ინფორმაციით, დიდი ფასდაკლების აქციის პარალელურად, მომხმარებელს ასევე შეეძლება პროექტ „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლოს, ძველი ავტომობილი ცენტრში ჩააბაროს და სანაცვლოდ, სასურველი მოდელი ფასდაკლებით შეიძინოს.

 

 

 

„თუ მომხმარებელს სურვილი აქვს ძველი ავტომობილი ახლით ჩაანაცვლოს, ჩვენ ვთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებასაც და „ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელ პირობებსაც. მომხმარებელს შეუძლია ძველი ავტომობილი ცენტრში საბაზრო ფასად ჩააბაროს, პარალელურად კი, ახალი მოდელი დიდი ფასდაკლებით შეიძინოს. ამ შემთხვევაში მსურველს მხოლოდ ფასთაშორის სხვაობის დაფარვა მოუწევს, რაც მისთვის ორმაგად ხელსაყრელი იქნება. აუცილებელია, მომხმარებელმა წინასწარ გაითვალისწინოს „ტოიოტა პლუსის“ ძირითადი მოთხოვნები, კერძოდ: ჩასაბარებელი ავტომანქანის ხანდაზმულობა არუნდა აღემატებოდეს 8 წელს, მისი გარბენი არ უნდა ასცდეს 160 000 კმ-ს, ავტომანქანა არ უნდა იყოს ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. ძველი ავტომობილი აუცილებლად შეფასდება „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისცენტრში, გაივლის სავალდებულო ტესტირებასა და დეტალურ შემოწმებას“, - განმარტავს ირაკლი გურჩიანი.

 

 

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის შეძენის მსურველებს ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს, მათ შორის TOYOTA CASCO-ს კომფორტულ სადაზღვევო შეთავაზებასთან დაკავშირებითაც.

 

 

 

„მომხმარებელს, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დიდი ფასდაკლების აქციით დაინტერესდება, ვთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს და მზად ვართ, ნებისმიერ დეტალზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ, მათ შორის TOYOTA CASCO-ს სადაზღვევო პირობებთან დაკავშირებითაც. TOYOTA CASCO სპეციალურად ტოიოტას მომხმარებლისთვის შეიქმნა, გამოირჩევა მოქნილი პირობებით და ხელსაყრელი სადაზღვევო პაკეტებით, მოიცავს ყველა ძირითადი რისკის დაზღვევას, ტექნიკური ასისტენტის მომსახურებასა და სხვადასხვა ბენეფიტებს. ამ სადაზღვევო პირობებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ახალ ავტომობილს შეიძენს ან ძველს ახლით ჩაანაცვლებს. დავეხმარებით იმ მომხმარებელსაც, რომელსაც ახალშეძენილ ავტომანქანაში ინდივიდუალური სტილის შექმნა სურს - ჩვენი გაყიდვების კონსულტანტები მათ მაღალხარისხისხიან, ორიგინალი წარმოების აქსესუარებს შეურჩევენ. გვინდა ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ აქსესუარებზე, ავტონაწილებსა და ავტოსერვისზე „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასები არ გაზრდილა და ძველებურად უცვლელია“, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

 

 

 

ცნობისათვის, მომხმარებელი, რომელსაც დიდი ფასდაკლების აქციით სარგებლობა და ტოიოტას ჩამოთვლილი მოდელების უპრეცედენტო ფასად შეძენა სურს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ ჩაეწეროს სასურველი ავტომობილის ტესტ-დრაივის გასავლელად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-დან 14:00 საათამდე - მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.  www.toyota-tbilisi.com

 

 

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილის შესაძენად ან ავტოტექმომსახურების მისაღებად მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

 

 


R






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up