„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Land Cruiser 300-ი ავტომოყვარულებს ზემო სვანეთში წარუდგინა

access_time2021-08-05 12:03:01

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ახალი თაობის Toyota Land Cruiser 300-ის პრეზენტაცია ივლისის ბოლო დღეს მესტიაში, სასტუმრო „გისტოლას“ ტერიტორიაზე გამართა, ავტომოყვარულებსა და ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო ახალი თაობის ავტომობილის შექმნის ისტორია და Land Cruiser-ის სამოდელო ხაზში შეტანილი ის უპრეცედენტო ცვლილებები, რაც ტექნიკურ მახასიათებლებს, დიზაინსა თუ უსაფრთხოების სისტემებს მოიცავს.

 

პრეზენტაციის მომდევნო დღეს გაიმართა Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივი, რომლის დროსაც ავტომოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, ტოიოტას უახლესი მოდელის მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები გამოეცადათ და მისი უპირატესობები ობიექტურად შეეფასებინათ.  

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ახალი Land Cruiser 300-ი ექსტერიერისა და ინტერიერის დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ტოიოტას ამ უახლესი მოდელის ძლევამოსილებასა და მაქსიმალურ სანდოობას უსვამს ხაზს.

 

„Land Cruiser 300-ში განსაკუთრებულად გაძლიერებულია ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, გაუმჯობესებულია ავტომობილის მართვადობა, როგორც გზატკეცილზე, ასევე, რადიკალური უგზოობის პირობებშიც. მას შეუძლია ყველაზე რთულ რელიეფურ საფარზეც იდეალური სიზუსტით იმოძრაოს. შესაბამისად, Land Cruiser 300-ით ნებისმიერ მარშრუტზე მგზავრობა გასაოცრად მარტივი და კომფორტულია. ამაში ავტომოყვარულები თავადაც დარწმუნდნენ ტესტ-დრაივის პროცესში. აღნიშვნის ღირსია მისი კონსტრუქციის სიმტკიცე და რთულ სავალ პირობებზე ადაპტირებული უსაფრთხოების ინოვაციური სისტემები, შეჯახების თავიდან არიდების უახლესი სისტემა,  2-ტურბინიანი V6 ძრავა, ახალი 10-საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფი, ახალი დაკიდების სისტემა და მრავალი სხვა სიახლე, რომელიც მუდმივად გააოცებს იმ მძღოლებს, რომლებიც Land Cruiser 300-ის საჭეს მიუსხდებიან. იმედი გვაქვს, ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულად შეაყვარებს მას“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა. 

 


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გაგუამ ყურადღება გაამახვილა ტოიოტას ახალ კონცეფციაზე, რითაც Land Cruiser 300-ი მთლიანადაა გაჯერებული.

 

„ამ მოდელის ახალი დიზაინი სრულ თანხვედრაშია საინჟინრო მიღწევებთან და ღირსეულად აგრძელებს Land Cruiser-ის მემკვიდრეობას. ამავე დროს, Land Cruiser 300-ი გაჯერებულია ტოიოტას ახალი კონცეფციით - ეს არის „ფუნქციური სილამაზე“. მისი ძლიერი, სუფთა ხაზები ყველგანმავლის ძლევამოსილებისა და დახვეწილობის დემონსტრირებას ახდენს. სალონი აღჭურვილია ინოვაციური სენსორული მოწყობილობებით, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის ნებისმიერ ოფ-როუდზე. ეს ტოიოტას პირველი მოდელია, რომელიც 3D Multi-Terrain Monitor-ით არის აღჭურვილი. ეს მძღოლს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში თვალი ადევნოს გზის საფარს, როგორც ავტომობილის ქვეშ, ისე მის გარშემო და თვლების პოზიციაც დაინახოს. ეს სისტემა ავტომატურად აფასებს გზის საფარის ხარისხს და ასევე ავტომატურად გადადის მართვის ყველაზე ოპტიმალურ რეჟიმზე“, - აღნიშნა ნინო გაგუამ.

 

ჩვენი ქვეყნის მომხმარებლისთვის ტოიოტას ახალი თაობის Land Cruiser 300-ი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.

 

ცნობისათვის, SUV კატეგორიაში ტოიოტას ფლაგმანის - Land Cruiser 300-ის მსოფლიო პრეზენტაცია მიმდინარე წლის 9 ივნისს შედგა. ახალი თაობის ავტომობილით ტოიოტა აგრძელებს Land Cruiser-ის სამოდელო ხაზის მემკვიდრეობას - „Land Cruiser-ი ნებისმიერ ადგილამდე მიგიყვანს და შინ უსაფრთხოდ დაგაბრუნებს“. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ  მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი Land Cruiser-ის საჭეს მართავს.





(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up