დიმიტრი ხუნდაძე - რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით

დიმიტრი ხუნდაძე - რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება, წინ გვაქვს ყველაზე რთული ფაზა, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაკლები დანაკარგებით გავივლით

access_time2020-04-09 16:46:25

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი გრძელდება.


მისივე თქმით, საზედამხედველო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და თითოეულ რეგიონში ეყოლებათ წარმომადგენელი, რომელიც ხარვეზებს დააფიქსირებს.


„თუ იქნება სადმე ხარვეზები, იქნება პირდაპირ ხაზზე მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას. ჩვენ შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ანუ პირველი მიღების ზოლი იქნება სწორედ ჰოსპიტალური სექტორი. ამიტომ ეს სისტემა უნდა იყოს მყარი, რათა ნებისმიერი სიმძიმე დაძლევადი იყოს, დაცული იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. რეგიონებში ვაფასებთ, თუ როგორ არის მზად კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამაშია ჩართული. რა ხარისხითაა დატრენინგებული პერსონალი, როგორ არიან მზად ამ ვითარებისათვის. ინდივიდუალური დაცვის მარაგები როგორ აქვთ წარმოდგენილი, ასევე როგორ არის განაწილებული საპასუხუსმგებლო არეალი თითოეული პერსონალისთვის და როგორ არის სივრცეები გადანაწილებული, რომ არ იყოს ინფექციების კვეთა“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში აქვს აღიარებაც.


„გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, ასევე გვაქვს აღიარება, რომ კორონასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა საქართველომ. პირველი ფაზა შეკავების გავიარეთ სწორად. ამიტომ ტვირთი პრეკრიზისულ ფაზაში არის მოსალოდნელი სცენარის მიხედვით და არა უფრო მეტი, თუმცა, რა თქმა უნდა, გასავლელია ყველაზე რთული, კრიზისული ფაზა. დარწმუნებული ვარ, ამ ფაზას გავივლით სწორად, ნაკლები დანაკარგებით. საბოლოოდ შემფასებელი იქნება საზოგადოება, რომლის ჯანმრთელობასაც ჩვენ დავიცავთ“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up