ტკბილი ქვეყანა: თუ დენზე სუბსიდირება ჩვენზეც გავრცელდება, პროდუქციას არ გავაძვირებთ

ტკბილი ქვეყანა: თუ დენზე სუბსიდირება ჩვენზეც გავრცელდება, პროდუქციას არ გავაძვირებთ

access_time2020-12-29 15:00:17

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“  ელექტროენერგიის გაძვირების საკითხს  ეხმაურება და აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების ზრდა, მტკივნეულია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დააანონსებულია გაზის ტარიფის ზრდაც, გაუფასურებულია ლარი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია.

 

„კომუნალური გადასახადები თვითღირებულების ნაწილია. დაანონსდა, რომ მომავალი წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 1.10 ლარამდე ძვირდება. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხი იყო. შესაბამისად, საფასო პოლიტიკის გადახედვა დავიწყეთ და  დავაანონსეთ, რომ ახალი წლიდან, ჩვენი პროდუქცია ქსელში, გაძვირებული ფასებით გაიყიდება. ამას ახლა ელექტროენერგიაზე ფასის ზრდაც დაემატა. ამიტომ მოგვიწევს იმ ფასების დაკორექტირება, რაც ქსელებისთვის გვაქვს მიწოდებული. წილობრივად ჩვენ ბუნებრივ აირს უფრო მეტად მოვიხმართ, ვიდრე ელექტროენერგიას, თუმცა უმნიშვნელო წილი დენზე გადასახადსაც არ უჭირავს,“ - აცხადებენ  კომპანიაში.

 

რაც შეეხება მთავრობის შეღავათს, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირდება. კომპანიაში  განმარტავენ, რომ აღნიშნული შეღავათი ხელშესახები იქნება, თუმცა დასაზუსტებელია „ტკბილი ქვეყანა“ მოხვდება თუ არა ამ სიაში.

 

„ფქვილზე გაკეთებული სუბსიდირება ჩვენზე არ გავრცელდა, ეს შეეხო მხოლოდ პურის ქარხნებს. კვების პროდუქტებში გააჩნია რა მოიაზრება, შეიძლება შეეხოს ჩვენს წარმოებას და შეიძლება არა. მოგვიწევს დალოდება და ამის გარკვევა,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში“.

 

მისი განმარტებით, პანდემიის პირველი ეტაპის დროს კომპანიას ფასები არ დაუკორექტირებია და  ყველა ხარჯი მოგების შემცირების ხარჯზე აიღო.

 

„ამ შემთხვევაში, თუ მთავრობის შეღავათი სუბსიდირებასთან დაკავშირებით ჩვენზეც გავცრელდება და ხარჯი უმნიშვნელო იქნება, რა თქმა უნდა ფასების შეცვლაზე არ ვიფიქრებთ, რადგან საბოლოო ჯამში, ტარიფის ზრდა ისევ მოსახლეობას აწვება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროდუქცია მოსახლეობითვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში.“


 

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა  დღეს დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

 

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

 

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

 

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  მთავრობა, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირებს.

 

ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს “ქართული ოცნების“ განაცხადი ელექტრომატარებლებზე ტარიფის შემცირება იყო, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. როგორც  ენერგეტიკული კომპანიები აცხადებენ, ტარიფის ზრდის გარეშე მათ ფუნქციონირება გაუჭირდებათ. ამას აღიარებს სპეციალისტთა უმრავლესობაც.


წყარო: business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up