თავისუფალი ზონის შექმნის პირობები იცვლება. მთავრობის დადგენილებით, ცვლილებები ეხება თიზ-ში ოპერირებისთვის საჭირო გარანტიას.კერძოდ, გარანტიის ოდენობა განისაზღვრება თავისუფალი ზონის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 მ² -2 ევროს ოდენობით, არაუმეტეს 500 000 ევრო.
გარანტია თავისუფალი ზონის ორგანიზატორმა ფუნქციონირების დაწყებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარადგინონ. ამასთან, გარანტიის ოდენობა შეიცვლება ინფლაციისა და ვალუტის კურსის ცვლილებების გათვალისწინებით ყოველ 10 წელში. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე ნაკლების. სუბიექტს, რომელიც თავისუფალი ზონების მოწყობის შესახებ კანონს ვერ შეასრულებს, აღნიშნული გარანტია ჩამოეჭრება.
შესაბამისი დადგენილება ძალაში 14 იანვარს შევიდა.
gbc.ge