თიზ-ები ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათებს ისევ ითხოვენ

თიზ-ები ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათებს ისევ ითხოვენ

access_time2020-09-22 14:30:46

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები „თიზ-ების შესახებ კანონში“ ცვლილებებს დაახლოებით 1 წელია ითხოვენ.


როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, საკითხი დღესაც აქტუალურია.


მისი ინფორმაციით, არსებული კანონი საკმაოდ მოძველებულია, თუმცა, მასში ცვლილებების შეტანა ვერც ფინანსთა სამინისტროსთან და ვერც ბიზნესობუდსმენთან კომუნიკაციის შედეგად ვერ მოხერხდა.


ტაბიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათების დაწესება, რადგან თიზ-ის კომპანიებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ წარმოებაში არა იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი ნედლეული გამოიყენონ.


როგორც ტაბიძე აცხადებს, ამჟამად ადგილობრივი ნედლეულის შეტანაზე 4%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც თიზ-ებისთვის დამაზარალებელია. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს თიზ-ში მოქმედ კომპანიებს საქართველოს ბაზართან მინიმალური შეხება აქვთ.



„კანონში ცვლილებები კარგი იქნებოდა. იმედია, ახალი პარლამენტის პირობებში ეს საკითხი დაიძვრება“, - აცხადებს გიორგი ტაბიძე.


თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მთავრობის 2015 წლის დადგენილებით გლდანში 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა.


ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს მიენიჭა. ამ დროისთვის, თბილისი თიზ-ში 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაც თავისუფალი ზონა გარკვეულ პრიორიტეტებს ანიჭებს. კერძოდ: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან; გარდა ამისა, საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და შეტანილი არ არის მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის ვაჭრობა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არ აქვთ თანამშრომლების პირადი საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ და გადაიხადონ დაბრუნებადი გადასახადი დღგ-ზე; ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით.


ამასთან, საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.


business-partner.ge

თეგები:
თიზ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up