„თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს“ - Castello Mare

„თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს“ - Castello Mare

access_time2021-06-07 23:30:00

მაისში, მას შემდეგ, რაც ხელახლა გაიხსნა სასტუმრო, თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ციხისძირში მდებარე სასტუმროს Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა მანო კუჭუხიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, თავდაპირველად ზრდა მხოლოდ შიდა ტურისტებზე მოდიოდა, თუმცა მოგვიანებით, უცხოელი სტუმრებიც მიიღეს.


,,წინასწარი ჯავშნები უცხოელი ტურისტებისაგან უკვე გვაქვს, როგორც მეზობელი ქვეყნებისგან, ასევე პოლონეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. მოგეხსენებათ, ჩვენ, მაისში დავბრუნდით რამდენიმე თვიანი გაჩერების შემდეგ და მოლოდინთან შედარებით ბევრად უკეთესი თვე გვქონდა. თითქმის 95%-ით დავუბრუნდით 2019 წლის მაისის მაჩვენებლებს. როგორც მოლოდნი გვქონდა, პანდემიამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ჯავშნები კეთდება ძალიან მცირე დროით, 2-3 დღით ადრე.


ზრდა, თავიდან ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე იყო, თუმცა ბოლო ორი კვირა, როცა ყაზახეთიდან და საამიროებიდან ფრენები დაიწყო, უცხოელი სტუმრებიც გვყავს.



მაისი კარგი თვე იყო პანდემიის ფონზე. ყველაფერს ვადარებთ 2019 წელს და არა 2020-ს, რომელიც აბსოლუტურად მკვდარი წელი იყო. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ეს ყველაფერი მაინც ქართულ ბაზარზე აქტიურმა მუშაობამაც განაპირობა“, - განაცხადა კუჭუხიძემ.


მისივე თქმით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ხარჯები, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი.


ცნობისათვის, ციხისძირში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პანდემიის პირველ ეტაპზე საკარანტინე სივრცე იყო, ხოლო შემდეგ სრულად დახურვა მოუწიათ.


BPN.GE

თეგები:
Castello Mare



ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up