„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა,რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“

„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა,რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“

access_time2020-02-04 10:45:26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ გვიან ღამით „თბილისის ზღვის ახალი ქალაქის“ ე.წ „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად სამი ადამიანი მრავლობით მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ერთმანეთს „ოპელის“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.


„კომერსანტი“ აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე არსებული პრობლემის შესახებ უკვე წერდა. ე.წ ჰუალინგის გზაზე დღემდე არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი, შედეგად, ეს გზა არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.


მედიაჰოლდინგმა გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია —  2015 წლიდან 2019 წლის ივლისამდე, რამდენი სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ე.წ. „ჰუალინგის“ გზაზე.  ამ პერიოდში ტერიტორიაზე სულ 62 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 3 და დაშავებულია 99 ადამიანი.


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დღეს „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას უახლოეს მომავალში გეგმავენ.


„შუქნიშანი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს განვათავსეთ ვაზისუბნის მე-2-ე მე-3-ე მიკრო რაიონებს შორის, ამავე დროს ვაზისუბნის მხარეს, ცხენების ძეგლთან, გზაჯვარედინზე მერია შუქნიშნის განთავსებას აპირებს, ხოლო სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშანს თვითონ „ჰუალინგ ჯგუფი“ განათავსებს“, - განმარტავენ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.


აღსანიშნავია, რომ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პოზიცია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გასულ წელთან შედარებით რადიკალურად შეიცვალა. მაშინ უწყებაში აცხადებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა „ჰუალინგ ჯგუფის“ მოვალეობა იყო, დღეს კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მოვალეობებზე ვერაფერს იტყვიან.



„ეს არის ჰუალინგის ტერიტორია, მათი მოვალეობაა ინფრასტრუქტურულად, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მოაწყონ ეს საგზაო მონაკვეთი. თუმცა, სატრანსპორტო სქემა დედაქალაქის მთავრობასთან თანხმდება. მერიასთან არის შეთანხმებული ის, რომ 4 შუქნიშნის ობიექტი უნდა განთავსდეს, ახლა ველოდებით როდის დაიწყებს კომპანია ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - აცხადებდნენ 2019 წელს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.


მაშინ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები ასევე კერძო სექტორიც. მათი პოზიციები 5 თვის წინ შემდეგი იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრო:


„სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მზაობას გამოთქვამს უზრუნველყოს ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა ტერიტორიაზე, ოპტიკური ქსელის მოწყობის შემდგომ. რაც შეეხება შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას (მაგ. შუქნიშნის დადგმა,) აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას“,


„ჰუალინგ ჯგუფი“


„როგორც მოგეხსენებათ, ამ ადგილას ადრე გზა არ იყო, „ჰუალინგ ჯგუფმა“ თავისავე ტერიტორიაზე გაყვანილი გზა (2.2 კმ.) დათმო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა  საგზაო ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება საგზაო მოძრაობის რეგულირებას, ეს თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის“


„HUB Georgia“ -ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საგზაო უსაფრთხების საკითხისადმი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ასევე თბილისის მერია და ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქები უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მისი თქმით, ტრანსპორტის სექტორში, განსაკუთრებით უსაფრთხოების კომპონენტში, ქვეყანას აქვს ზედაპირული, არათანმიმდევრული პოლიტიკა. ვასო ურუშაძის განმარტებით, ამის სამწუხარო შედეგია ის, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, ყოველ წლიურად 600- მდე ადამიანი, ადამიანი კი ფიზიკურ დაზიანებას იღებს.


„ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხო უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ეს ვლინდება ქვეყნის მასშტაბით არაერთ საგზაო მონაკვეთზე, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ ჰაულინგის მიმდებარე ტერიტორიაა. ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეს ადგილი ქუჩის რბოლების ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრადაა გადაქცეული და მომეტებული საფრთხის მქონე საავტომობილო გზაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგს და ზედამხედველობას საჭიროებს.


პრობლემა ძალიან მარტივად შეიძლება გადაიჭრას, თუმცა, დღემდე მოუგვარებელია. შესაძლებელია შუქნიშნების მოწყობა, ჭკვიანი ვიდეო-ფოტო ფიქსატორების განთავსება, საჭიროების შემთხვევში კი საპატრულო ეკიპაჟების მონიტორინგის გაძლიერება. ასევე იმ ადამიანებისთვის , რომლებიც ავტოსპორტით არიან დაინტერესებულები, მათთვის უნდა შეიქმნას ალტერნატიული ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება იზოლირებული და  დაცული, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, თუნდაც სამოყვარულო დონეზე დაკავდნენ იმ სპორტით, რომელიც მათ სიამოვნებას ანიჭებს. ამდენი წელია ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებამ ყურად არ იღო და დღეს პრობლემა ისევ მწვავეა. ეს დამოკიდებულება მიუთითებს მათ უპასუხისმგებლობაზე. თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანდება არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა“.-აცხადებს ურუშაძე. 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up