“თითიდან გამოწოვილია” - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

“თითიდან გამოწოვილია” - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

access_time2018-11-20 09:30:52

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ვადაგადაცილებული ვალების განულების პროგრამას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს საპრეზიდენტო არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა ის, რომ შექმნან ილუზიები, ხოლო ამ ილუზიებს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ყველა არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ბუნებრივია მეორე ტურიც იქნება ასეთი.



თუ ჩვენი ოპონენტები ამ პროგრამაში მხოლოდ ამ ნაკლს (რომ ვალების განულება საარჩევნო პროექტია) ხედავენ, მიანიშნებს იმაზე, თუ რა მასშტაბურ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენ. ასეთი ბრალდებები რა თქმა უნდა არის თითიდან გამოწოვილი. ისევე, როგორც ჩვენი წინა ინიციატივის შემთხვევაში, რაც სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების შემწეობის ზრდას ეხებოდა,"- საზოგადოებრივი მაუეწყებლის ეთერში ამბობს მამუკა ბახტაძე.



მთავრობის ინფორმაციით, ფონდი ქართუ შეისყიდის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელს, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ვალები გაუნულდებათ მათ, ვისაც ბანკში, მიკროსაფინანსოში თუ ონლაინ-საკრედიტო კომპანიაში უფიქსირდებათ ერთ წელზე მეტი ხნის ვადაგადაცილებული სესხები, რომელთა ძირი თანხის ღირებულებაც არ აღემატება 2000 ლარს.


იმის მიუხედავად, რომ პრობლემური სესხების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართუ მათ შეძენაზე ამდენ თანხას დახარჯავს. მაღალი ალბათობით, ბანკებსა და ივანიშვილის ფონდს შორის გარიგება ამაზე ნაკლებ თანაზე დაიდება.


დღეს ქართუ ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თქვა, რომ მათ ფონდში სესხების შესყიდვისთვის უკვე 100 მილიონი ლარი არის დარეზერვებული.





რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...


მსგავსი სიახლეები

up