გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის მომხმარებელი ქალების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე აღმოჩნდა. გამოცემა Gizmodo-ს ინფორმაციით, ეს ფოტოები შესაძლოა თაღლითებმა გამოიყენონ.
გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. ჟურნალისტების ინფორმაციით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ონლაინ სერვისის მომხმარებელთა 16 ათასი ადამიანის პირადობის მოწმობა.
გოგოების ფოტოების შეგროვების მოტივები უცნობია. ექსპერტების აზრით, გამოსახულებები ქსელში კიბერდანშაულებისთვის შეიძლება გამოიყენონ, მათ შორის თაღლითობისთვის, გამოძალვისა და სხვა პლატფორმებზე ყალბი პროფილების შექმნისთვის.
Tinder-ში აცხადებენ, რომ ფორუმზე გამჟღავნებული ყველა ფოტოს წაშლას შეეცდებიან.
imedinews.ge