თინათინ ხიდაშელის პასუხი პოლონეთის ელჩს - ჩინური კომპანიების საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის  გულგრილობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

თინათინ ხიდაშელის პასუხი პოლონეთის ელჩს - ჩინური კომპანიების საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის გულგრილობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

access_time2020-12-07 18:27:47

ჩინური კომპანიების საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“ - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი საქართველოში პოლონეთის ელჩის  მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებას ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ.


ელჩის შეკითხვას, „რატომ იწვევს საქართველოს ხელისუფლება ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის“, თინათინ ხიდაშელი იმ კვლევებზე დაყრდნობით პასუხობს, რომელსაც  „სამოქალაქო იდეა“ 2018 წლიდან აწარმოებს.  


„სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ ამბად იქცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახული, ჩინური კომპანიების საქართველოში ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. მათ უმრავლესობას კორუფციულ გარიგებებში ამხელდა არა მხოლოდ მსოფლიო მედია, არამედ მრავალ ქვეყანაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები, მინისტრები და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა და უამრავი მტკიცებულებისა არ არსებული ბიზნეს ეთიკისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ამ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც სრულიად ბუნებრივად აჩენს კორუფციული გარიგებების ეჭვებს“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.


„სამოქალაქო იდეის“  კვლევების ობიექტივში სხვადასხვა დროს აღმოჩნდა კომპანია CEFC, რომლის პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი უმძიმესი ბრალდებებით ნიუ იორკის ციხეში იმყოფებიან და, ამის მიუხედავად, სწორედ, ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტი გადასცა. ეს ის კომპანია, სადაც გადამდგარი პრემიერი ღარიბაშვილი, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დასაქმდა. ყოფილი მაღალჩინოსნების გამოყენებით ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების ხელში ჩაგდება CEFC-ის სამარკო ნიშანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არც საქართველო იყო გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.



მეორე კომპანია, რომელიც ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა არის ასევე სკანდალებით და კორუფციული გარიგებებით ცნობილი სინოჰდრო, რომელიც თავისი საქმიანობის გამო მრავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი. თუმცა ვერც ამან შეუშალა ხელი საქართველოს მთავრობას მათთან მრავალი ასეული მილიონის ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. მთავრობის ოფიციალური წყაროების მიხედვითვე სინოჰიდრომ, ვერც ერთ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ გაართვა თავი, ვერც დადგენილ დროში და ვერც დადგენილი პირობებით. თუმცა მთავრობამ 2020 წელს მორიგი ხელშეკრულება გააფორმა მათთან.


მესამე კომპანია, რომლის საქმიანობის კვლევაც „სამოქალაქო იდეამ“ განახორციელა გახლავთ კომპანია „TBEA ltd“, რომელიც ასევე საერთაშორისოდ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე „ძალიან ცნობილი“ რეპუტაცია შელახული კომპანიაა. კორუფცია და მანიპულაციები არის ჩვეულებრივი ამბავი ინტერნეტ სივრცეში „ტბეას“ შესახებ არსებულ ისტორიებში. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა კონკურენტი ჩამოაშორონ და ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილი იყოს მისი გამარჯვება. საოცარი ისტორიაა „ტბეას“ მოგებული კონტრაქტები:


- თუკი „ტბეა“ ვერ ახერხებს იყოს საუკეთესო შემოთავაზებელთა შორის, იშლება და ცხადდება ახალი ტენდერები, სწორედ „ტბეაზე“ მორგებული პირობებით;

- მიუხედავად ახალი ტენდერისა თუკი ტბეა მაინც ვერ ახერხებს გამარჯვებას, სრულიად აბსურდული მიზეზებით ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, და სხვა.

- მაგალითად, ერთ ერთ ჩაშლილ და ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ტბეა მე-4 ადგილზე გავიდა კონკურენტებს შორის, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა სატენდერო კომისიას 3 კომპანიის დისკვალიფიკაცია მოეხდინათ, სწორედ ჩინური ტბეას გასამარჯვებლად.


„აღნიშნულ კომპანიებს გარდა იმისა რომ ვერ უზრუნველყოფენ მომსახურების ხარისხიან, დროულ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მოწოდებას ქვეყანაში შემოაქვთ უსამართლო თამაშის წესები და აბსოლუტურად უკარგავენ აზრს კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალე სატენდერო სისტემას,“ - აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი.


მისი თქმით, ჩინური კომპანიების ხელოვნურად ხელშეწყობის შესახებ,   მეტი ინფორმაციის, ფაქტების, კონკრეტული დოკუმენტების და მიზეზების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ www.civicidea.ge-ზე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up