თინათინ ხიდაშელი: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით

თინათინ ხიდაშელი: სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით

access_time2022-01-31 13:56:17

„ ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭვირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა  ქვეყნისთვის ამ საფრთხის, ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით“, - აცხადებს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

 

„სამოქალაქო იდეა“ ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც  კანონდარღვევის მიზეზებს ხსნის და ხელისუფლებას სავარაუდო უკანონო და არალეგალური ბიზნესის მფარველობაში ამხელს. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„პრობლემა, რომელიც ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ სხვადასხვა მედია საშუალებით ვრცელდება, გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე შვიდი უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში.

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:

 

• ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული; კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია, ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი - არაბული ქვეყნებიდან. ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.

 

დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო. ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე. თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან. ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანანო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე. აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“. თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისთვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს. შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭვირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნულია ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up