თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

access_time2019-09-19 16:15:58

ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური არ არის და როგორც წესი, გამოიყენება სხვა კომპონენტებთან კომპლექსში, მაგალითად თანადაფინანსების სქემები, პოზიტიური/ნეგატიური სიები და ა.შ.


ტურძილაძე თვლის, რომ ფასრეგულაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მესიჯები, არა ინფორმატულია, უცნობია რეგულაციის დიზაინრები რაზე მუშაობენ, თუ საერთოდ მუშაობენ ამ საკითხებზე?!
„ამიტომ განმარტება მექნება ზოგადი, კერძოდ, დღეს ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებია: უკიდურესად უსამართლო ფასები, არა რაციონალური მოხმარება და შესაბამისად, მაღალი ფარმაცევტული დანახარჯი,გაღარიბებული მოსახლეობა და წამლებზე დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, პირველად ჯანდაცვაში და ჰოსპიტალურ სექტორში ინტეგრირებული ფარმაცევტული ინდუსტრია და რაც მთავარია სახელმწიფო რეგულირების არავალიდური სისტემა, რომელიც ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს დაუდგენელი ეფექტურობის სიმილატს და ხარისხიან ჯენერიკს, ჩვენ გვაქვს სისტემა, სადაც ესენციური წამლების ეროვნული ფორმულარი, კლინიკური ფორმულარები , თერაპიულად ექვივალენტური ჯენერიკების სიების საკითხი არ არის მოგვარებული და ა.შ.


ამ მოცემულობაში, როცა სამედიცინო სერვისები ფარმაცევტული ინდუსტრიის ადმინისტრირების ზონაშია, ფასის შეკავების საპასუხო რეაქცია ინდუსტრიის მხრიდან იქნება დანიშნულება/მოხმარების ზრდა, შესაბამისად ფარმაცევტული დანახარჯი კიდევ უფრო გაიზრდება! ცალკე გვაქვს დაუკმაყოფილებები საჭიროებები!!!“-აცხადებს ტურძილაძე.


ჯანდაცვის კონსულტანტს საერთაშორისო გამოცდილებიდან ერთი მარტივი მაგალითი მოჰყავს. „1992 წელს ჰოლანდიაში შემოიღეს ფასის რეფერენსული რეგულაციის სისტემა. წლების განმავლობაში ფასების მკვეთრი მატების დინამიკის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ შეიცვალა ანაზღაურების წილი. ინდუსტრიამ მოხმარების გაზრდის მიზნით გააძლიერა ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ბონუსური სისტემა, გააგრესიულა პრომოუშენი, შედეგად ფასის შეკავების მიუხედავად ფარმაცევტული დანახარჯი გაეზარდათ! ჰოლანდიამ აღიარა ფასრეგულაციის სისტემის წარუმატებლობა და გადავიდა სადაზღვევო სისტემაზე სადაც მყიდველი სადაზღვევო ინდუსტრიაა, პარალელურად დაიწყო პოზიტიური სიების გადახედვა, 2003 წელს სიებიდან ამოიღეს ქოლესტერინის დამწევი საშუალებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკ.საშუალებები, სადაზღვევოებს შეუძლიათ მათი შეძენა უშუალოდ ფარმკომპანიებიდან მსხვილ პარტიებით და შედარებით დაბალ ფასად და ა.შ“-აღნიშნავს ტურძილაძე.


მისი მტკიცებით, ჩვენი ბაზრის დიზაინი, ბიზნეს-მოდელები განსხვავებულია სხვა ბაზრებისგან და დაუშვებელია რეგულაციის პირდაპირი კოპირება, ყველა ვარიანტში ის უნდა ჩვენი კონტექსტისთვის მოდელირდეს, მით უფრო, როცა ქვეყანაში ხარისხის და ეფექტურობის პრობლემები გვაქვს, არ უნდა დავუშვათ იაფფასიანსა და ხარისხიანს შორის კონკურენცია. ტურძილაძე აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის იაფფასიანი გაიმარჯვებს, მათ ფასდაკლების დიდი რესურსი აქვს ვიდრე ხარჯ-ეფექტურ წამლებს.



„ჩვენ არ გვჭირდება იაფი წამალი ჩვენ გვჭირდება ხარჯეფექტური წამალი სამართლიან ფასად!“-აღნიშნავს ტურძილაძე.


მისი ინფორმაციით, ყველა ვარიანტში ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარჯეფექტურ წამლებზე და არა იაფ, გაურკვეველი ეფექტურობის მქონე სიმილატებზე. ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის.


ტურძილაძის მტკიცებით, ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმა, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის პარალელურად. „ჩემი აზრით პოლისიმეიკერები და ჯანდაცვის ტოპმენეჯერები, ამ ეტაპზე, უნდა იხილავდნენ 1. არაპატენტირებული წამლების ფასების ტრანსპარენტულობას, მით უფრო, ამაზე საერთაშორისო შეთანხმება უკვე მიღწეულია! 2. და მუშაობდნენ ანტიმონოპოლიურ სტრატეგიაზე.


რაც შეეხება გარდამავალ ეტაპზე, სარეანიმაციო ღონისძიებებს, ცხადია ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ბევრი სქემის შემუშავება შეიძლება, მთავარია, რომ მხოლოდ ხარჯ-ეფექტური მედიკამენტები დაუფინანსდეს ხალხს.“-აღნიშნავს ტურძილაძე.


სოფო ქსოვრელი 




„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up