თინა ბოკუჩავა - თადუმაძის დიპლომი ყალბია, შესაბამისად, მან უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან

თინა ბოკუჩავა - თადუმაძის დიპლომი ყალბია, შესაბამისად, მან უნდა მოხსნას მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა და გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან

access_time2019-10-09 10:45:41

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და დოკუმენტაცია წარადგინა.


„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს, თუმცა, ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან, როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს თბილისის ჰუმანტიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა, არამედ ის სახელი, რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა. ანუ დიპლომის გამცემმა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან. სხვაგვარად, მივმართავთ პარლამენტს, რომ დაიწყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის პროცედურები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გასაუბრება საერთოდ არ უნდა შედგეს. მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.




IPN






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up