თინა ბოკუჩავა - 2 მარტის საპროტესტო ღონისძიება მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების  შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე,  ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ პროტესტი

თინა ბოკუჩავა - 2 მარტის საპროტესტო ღონისძიება მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ პროტესტი

access_time2021-02-27 18:52:09

„ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 2 მარტს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისინი დეპუტატებს გადაადგილების თავისუფლებას არ შეუზღუდავენ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება პარლამენტის შენობასთან და რომელიც მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე, თუმცა ისინი იძლებულები გახდებიან გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან იმიტომ, რომ ვაპირებთ საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი გზით ჩვენი პროტესტი. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან, სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სამშაბათის აქციის დაგეგმვას, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას საავტომობილო გზაზე. მოვუწოდებ დეპუტატებს, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული ჯიპებიდან და გაიგონონ ხალხის ხმა და ამ ფონზე შევიდნენ პარლამენტში. მათ გადაადგილების თავისუფლება არ შეეზღუდებათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, 2 მარტს დაგეგმილ აქციაზე ისინი კიდევ ერთხელ გააჟღერებენ ოპოზიციის მოთხოვნებს.


„იქნება საერთო მესიჯი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს იმ მოთოვნებს, რაც გვაქვს. ეს არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. მე ჩვენს მოთხოვნებს გავაერთიანებდი ამ ორ ფუნდამენტურ მოთხოვნაში და ეს იქნება სწორედ კომუნიცირებული ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც როგორც იცით შეხვდება ოპოზიციას, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი გზავნილი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

Ipn.ge




ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up