Times: რუსეთმა და უკრაინამ ბორში ვერ გაიყვეს

Times: რუსეთმა და უკრაინამ ბორში ვერ გაიყვეს

access_time2020-10-17 19:30:00

უკრაინის კულტურის სამინისტროს სურს, რომ ბორში UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, როგორც უკრაინული კერძი მოხვდეს. ამ გზით კიევი ბორშის ირგვლივ ატეხილი ომის შეჩერებას ცდილობს, რომელიც გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ტვიტერ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით დაიწყო. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი და რუსული ერონული სამზარეულოს სიმბოლოა“. ამან სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ბევრმა უკრაინელმა ეს ფაქტი ყირიმის ანექსიასაც კი შეადარა.


„ყირიმის წართმევა არ იკმარეთ, ახლა გინდათ უკრაინას ბორშიც მოპაროთ“, - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.


ბორშის პირველი წერილობითი ხსენება მე-16 საუკუნეში დაფიქსირდა. ამ კერძის ათობით რეცეპტი არსებობს. როგორ წესი, ტრადიციული უკრაინული ბორში ლორით და არაჟანით მზადდება, გარდა ამისა ვეგეტარიანული ბორშიც არსებობს. როგორც წესი ის ცხელი მიირთმევა, თუმცა, შესაძლებელია ცივადაც.


ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ამ კერძის სახელი მცენარისგან მოდის, რომელსაც „ბორშევიკი“ ჰქვია და რომელიც კიევის რუსეთში სუპების ძირითადი ინგრედიენტი იყო. კიევის რუსეთი კი შუასაუკუნოვანი სახელმწიფო იყო, რომელიც თანამედროვე უკრაინის, ბელორუსიის და ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიას აერთიანებდა.


ბორშის წარმომავლობის ირგვლივ კამათებს ამ სახელმწიფოს ირგვლივ არსებული აზრთა სხვაობაც აღრმავებს. უკრაინელები მიიჩნევენ, რომ კიევის რუსეთი იყო უკრაინული სახელმწიფო, ხოლო რუსები პირიქით, თვლიან მას სწორედ რუსული სახელმწიფოებრიობის ნაწილად, რომლის შემადგენლობაში თანამედროვე უკრაინელების წინაპრებიც იყვნენ.



რეგიონული კონფლიქტი ბორშის ირგვლივ 2019 წელს დაიწყო და მისი ინიციატორი ცნობილი კიეველი შეფ-მზარეული ევგენი კლოპოტენკო იყო, რომელმაც ამ კერძის სხვადასხვა რეცეპტების ძიებაში მთელი უკრაინა მოიარა. უკრაინის კულტურის სამინისტროს UNESCO-ში შესაბამისი განაცხადის შეტანის ინიციატივით სწორედ მან მიმართა.


„ბორში უნდა დავიცვათ, რადგანაც ეს საჭმლის კიარა, ეროვნული იდენტურობის საკითხია. უკრაინელები ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ჩვენ ბორშის სიყვარული გვაერთიანებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, ბორში ვის ეკუთვნის. დიდება უკრაინას!“ - დაწერა მან თავის ფეისბუკ-გვერდზე.


რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანომ „როსიისკაია გაზეტამ“ შეაფასა ეს ქმედებები, როგორც „სკანდალისთვის ახალი საბაბი“ შეაფასა, თუმცა, ვნებების დამშვიდება სცადა, „ბორში მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, რუმინეთიდან ლიტვამდე არის ცნობილი და ყველა ქვეყანა მას თავის ეროვნულ კერძად მიიჩნევს“ - დაწერა გაზეთმა.


უფრო რადიკალური და სწორხაზოვანი რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“ იყო, „რაც არ უნდა აკეთო, ბორშის უკრაინულ კერძად აღიარება შეუძლებელია“, - ასეთი იყო ამ გაზეთის დასკვნა.


ბევრი უკრაინელი იმითაც აღშფოთდა, რომ იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად ჩასულ რუს ექიმებს ადგილობრივი მზარეული ბორშით გაუმასპინძლდა.


„ბორში უკრაინელებისთვისაა, რა შუაშია რუსეთი?“ - წერდა ერთ-ერთ ფეისბუკ-მომხმარებელი.


რუსი შეფ-მზარეული სტანისლავ ფილიმონოვი თვლის, რომ კამათი ბორშის წარმომავლობის და კუთვნილების თაობაზე- უაზრობაა. 


„რა მნიშვნელობა აქვს ვის ეკუთვნის ბორში? მთავარია, რომ ის ასეთი გემრიელია“ - მიიჩნევს ის.


Times.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ბორში



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up