Time-მა 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

Time-მა 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

access_time2019-04-18 09:20:44

ჟურნალმა Time 2019 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. „ლიდერების“ კატეგორიის სათავეში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი მოხვდა.


„ლიდერების“ კატეგორიაში ასევე წარმოდგენილია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვენესუელის არჩეული პრეზიდენტი ხუან გუაიდო, აშშ-ის კონგრესის წევრი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანო, რომის პაპი ფრანცისკე, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, იტალიის ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ და სხვები. ამავე კატეგორიაში 2019 წელს, ისევე, როგორც შარშან, ჟურნალმა არ შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


2019 წლის რეიტინგის სხვა კატეგორიებში ასევე წარმოდგენილები არიან კანადელი მსახიობი სანდრა ო, ამერიკელი რესტლერი და მსახიობი დუეინ ჯონსონი, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, ამერიკელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, ამერიკელი მსახიობი რამი მალეკი, სამხრეთკორეული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი BTS, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი და სხვები.


imedinews.ge





6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...


მსგავსი სიახლეები

up