TikTok -ში ცეკვა უფრო მომგებიანია, ვიდრე მსხვილი კორპორაციების მართვა

TikTok -ში ცეკვა უფრო მომგებიანია, ვიდრე მსხვილი კორპორაციების მართვა

access_time2022-01-30 20:00:43

2021 წელს 7 ყველაზე წამრატებულმა TikTok-ბლოგერმა ჯამურად 55 მლნ. დოლარის მოგება მიიღო. აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ სოციალურ ქსელში ცეკვა და ხუმრობა უფრო მომგებიანია, ვიდრე მსხვილი კორპორაციების მართვა.

2021 წლის ყველაზე პოპულარულ TikTok-ბლოგერს შორის 7 ადამიანია და ყველა ისინი ჩრდილოეთ ამერიკიდან არიან.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტიკ-ტოკერია 17 წლის ჩარლი დ-ამელიო. მან ჩინურ სოციალურ ქსელში ცეკვის ვიდეორგილების გაზიარდება 2019 წელს დაიწყო და ამით 133 მლნ. ხელმომწერთ აუდიტორია შეაგროვა.

მას სარეკლამო თანამშრომლობას ისეთი გიგანტები, როგორც Invisalign, Morphe Cosmetics, Dunkin` Donuts სთავაზობენ.

2021 წელს დ-ამელიო TikTok-ის ფარგლებს გასცდა და დღეს ის შოუ-ბიზნესის ნამდვილი ვარსკლვავია. უფროს დასთან ერთად, დიქსისთან ერთად (57 მლნ.ხელმომწერი) ის მონაწილეობის რეალიტი-შოუში სტრიმინგულ არხ Hulu-ზე და მინი-სერიალში ონლაინ-სერვის Snap-ზე.

დებმა ასევე მოაწერეს ხელი შეთანმებას ამერიკულ სავაჭრო ქსელ Abercrombie and Fitch, რომელიც ამჟამად მხარს უჭერს დ-ამელიოს დების ტანსაცმლის ბრენდს Social Tourist-ს.

ყველაფერი ამის წყალობით ჩარლიმ 2021 წელს 17,5 მლნ.. ხოლო დიქსიმ - 10 მლნ. დოლარი გამოიმუშავეს. ასეთი შემოსავალი არა მხოლოდ მუშებს, არამედ მსხვილი კორპორაციების გენერალურ დირექტორებსაც შეშურდებათ - S&P 500-ს ინდექსში შემავალი უმსხილესი კორპორაცოების გენერეალური დიქერტორების შემოსავალი  დები დ-ამელიოს შემოსავალზე ნაკლებია.


მაგალითად, ტიკ-ტოკერ გოგოებზე ნაკლებია ისეთი ტოპ -მენეჯერების შემოსავალი (ხელფასების და აქციებისგან მიღებული დივიდენდების სახით), როგორების არიან დარენ ვუდსი Exxon Mobil Corp.-დან ($15,6 მლნ), კევინ ჯონსონი - Starbucks Corp. ($14,7 მლნ.), ედ ბასტიანი - Delta Air Lines ($13,1 მლნ.), და კრის კემპჩინსკი - McDonald`s ($10,8 მლნ. დოლარი).

რა თქმა უნდა, გიგანტური კორპორაციების ზოგიერთი დირექტორის შემოსავალი ტიკ-ტოკერი გოგოების მოგებას მნიშვნელოვნად აღემატება - მაგალითად Apple-ის გენერალური დირექტორის ტიმ კუკის წლიური შემოსავალია 100 მლნ. დოლარი, თანაც 1 მლნ. დოლარზე მეტი შემოსავლით თავის მოწონება მხოლოდ რამდენიმე ტიკ-ტოკერს შეუძლია.

სულ სიაში 7 ადამიანი მოხვდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგში მოსახვედრი ზღვარი 4,5 მლნ. დოლარად განისაზღვა და ის ბლოგერები, რომელთა მოგება, მაგალითად 4 მლნ. დოლარია რეიტინგში ვერ მოხვდნენ.

2021 წელს ლიდერთა ჯამური შემოსავალი 2020 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად - 18,4-დან 55,5 მლნ. დოლარამდე გაიზარდა. ამის მიზეზია ინტერნეტ-რეკლამის ბაზრის ზრდა და სასპონსოსორო შემოსავლების მატება.

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, სულ მალე TikTok-ბლოგერების შემოსავლები YouTube-ვარსკლავების დონეს მიუახლოვდება, იმის მიუხედავად, რომ YouTube გაცილებით უფრო ძველი სერვისია, ვიდრე ჩინური ქსელი.

ამ სეგმენტში შემოსავლები ბევრად უფრო მასშტაბურია - YouTube-ის ყველაზე მდიდარი ბლოგერია ჯიმი დონალდსონი, რომლიც შემოსავალმაც 2021 წელს 54 მლნ. დოლარი შეადგინა.



ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: The Wall Street Journal




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up