ჩინურმა სოციალურმა ქსელმა TikTok აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე ლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარმა, ზვიად აძინბაიამ გაავრცელა.
„პარასკევი შესანიშნავად დასრულდა. ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა თქვენგანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანეთ. ცალკე მადლობა Robby Delaware-ს, რომლის დახმარება ინსტრუმენტული იყო ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაში.
ამით არ მორჩება ყველაფერი. ტიკ-ტოკი რჩება საეჭვო პლატფორმად. მასზე და სხვა ქსელებზე განვაგრძობთ თვალყურის დევნებას, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი იმ იდეაში, რომ გალში ჯაზს დავუკრავთ. #ციფრულიდიპლომატია
#აფხაზეთი & #ცხინვალისრეგიონი #საქართველოა
ბედნიერი უქმეები! “,— წერს ზვიად აძიმბაია
ტელეფონში უკვე ჩამოტვირთული აპლიკაციის შემთხვევაში კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვლიდან აპლიკაციის განახლებისას გაქრება.
TikTok-ზე დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ 13 მაისს გახდა ცნობილი.