აპლიკაცია TikTok-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პლატფორმიდან 62 მილიონამდე ვიდეო წაშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიამ ვიდეოების წაშლის გადაწყვეტილება დაწესებული ნორმების დარღვევის გამო მიიღო. კერძოდ, TikTok-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიდეოები მიეკუთვნებოდა კატეგორიებს, როგორიცაა „ზრდასრულთა სიშიშვლე და სექსუალური აქტივობები, შევიწროება და ბულინგი და სიძულვილით მოტივირებული ქცევა“.
აღსანიშნავია, რომ 7 მილიონზე მეტი ანგარიში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებს ეკუთვნოდათ. წაშლილი ვიდეოებიდან დაახლოებით 8.5 მილიონი აშშ-დან იყო ატვირთული.
IPN.GE