ტიკარაძის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ხარისხიანი პროცედურის ჩატარება პაციენტს მნიშვნელოვნად გაუძვირდა

ტიკარაძის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ხარისხიანი პროცედურის ჩატარება პაციენტს მნიშვნელოვნად გაუძვირდა

access_time2020-01-31 10:50:34

2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაში შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.

 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ბახუტაშვილი ამბობს, რომ 520-ე დადგენილებით, ჰოსპიტალური სექტორი ინგრევა. მისი თქმით, პროცედურების ნაწილი დადგენილ ტარიფებში ვაი-ვაგლახით ეტევა, მაგრამ ზოგიერთი კატეგორიულად აცდენილია რეალობას. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კარდიოქირურგი აცხადებს, რომ ამ დრომდე იმიტომ არ იყო დადგენილი დაბალი ფასები რომ, თანხა დარგის განვითარებას ხმარდებოდა, რათა ქართული ჰოსპიტალური სექტორი 21-ე საუკუნეს არ ჩამორჩენოდა.მისი თქმით, რაც უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულია აპარატურა, მისი განახლება კიდევ უფრო მეტ ხარჯს მოიცავს. როგორც ბახუტაშვილი განმარტავს, თუ ხარისხიანი აპარატურა გამოყენება არ ხდება პაციენტი კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს.

 

„ადამიანები ხომ დადიან დასავლეთში სამკურნალოდ, ხო ვიცით პროცედურები დაახლოებით რა თანხა ჯდება. საქართველოში კორონალური შუნტირების ღირებულება 2 900 დოლარი გამოდის, ვის წარმოუდგენია დასავლეთში წავიდეს და 2 900 დოლარად გაიკეთოს ოპერაცია. რომც შესთავაზონ არავინ დათანხმდება, რადგან მიხვდება, რომ რაღაცაშია საქმე. გავიგეთ იაფი მუშახელი, მაგრამ მასალა ხომ დასავლურია? ილუზიონისტები ხომ არ ვართ? პლუს არის პირდაპირ ხარჯები, მაგალითად, ბიოლოგიური სარქველი, რომელიც დადგენილ ტარიფში ვერ ეტევა. თანამედოვე ექო-კარდიოგრაფია გჭირდება, ოპერაციის დროს თანამედროვე  საყლაპავ-შიდა მონიტორირება  გვჭირდება, ეს ყველაფერი არის საკმაოდ მაღალტექნოლოგიური და ძვირი. აქ ჩინური აპარატურა ვერ მუშაობს. ექიმებს გვჭირდება უკუ ინფორმაცია, თუ ეს არ გვაქვს და ვერ შევამოწმებთ რას ვაკეთებთ, უკონტროლოდ რთული ოპერაციების კეთება არ ხდება. ვისაც აქვს მეტ-ნაკლებად რეპუტაცია და კარგი შედეგები ამ დანადგარებით აკონტროლებენ პროცესებს, მუცლიდან არ დაგყვება ეს ნიჭი. პირდაპირ რეკომენდაციებია გაწერილი დასავლელი კოლეგების მიერ,ჩვენ ვცდილობთ ეს რეკომენდაციები დავიცვათ. თუმცა, სრულად ვერ ვიცავთ, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა. რაღაც კომპრომისებით მაინც ხდება ამ ყველაფრის დაცვა, ახლა კი საერთოდ წინა საუკუნეში უნდა გადავვარდეთ“, - აცხადებს ზვიად ბახუტაშვილი.

 

როგორც ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, უკიდურესად კრიტიკულია ბიოლოგიური სარქველის ფასი, რომელიც მისი თქმით,  დადგენილ ფასში თეორიულად ვერ ეტევა.

 

„ბიოლოგიურ სარქველზე როდესაც მოდიან პაციენტები არ ვიცით რა ვუპასუხოთ, რადგან ვერც ერთ ადმინისტრაციას ვერ  დააძალებ საკუთარი თავის საზიანოდ ჩაატაროს პროცედურა. საქართველოში საავადმყოფოების თითქმის 100 პროცენტი არის კერძო, შპს-ები რომელთაც აქვთ თავიანთი ბიზნეს გეგმა და მოგების სურვილი. თუ მედიცინა არ არის ბიზნესი,  მაშინ გააკეთონ სახელმწიფო კლინიკები რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ მოგება. არსებული სტრუქტურით ვერ გამოვა იმის მტკიცება, რომ მედიცინა ბიზნესი არაა“, განაცხადა ზვიად ბახუტაშვილმა.


 

კლინიკა „ჰელსიკორი“-ის დირექტორი რუსუდან ლაგვილავა აცხადებს, რომ სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანებების ჩარიცხვა უკვე დაიწყო, თუმცა,  დანარჩენი პრობლემა რაც კი 520-ე დადგენილებაში იყო ტარიფებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ლაგვილავას თქმით, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ხარისხიანი პროცედურის ჩატარება პაციენტს მნიშვნელოვნად გაუძვირდა.

 

„პაციენტი, რომელიც ითხოვს მაღალი ხარისხის მომსახურებას, მაგალითად, წამლიანი სტენდების ჩადგმას, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვერ ვეტევით სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ ტარიფში ის იძულებულია უარი თქვას დაფინანსებაზე და საყოველთაო დაზღვევა დატოვოს, რის შემდეგაც იძულებულია მთლიანი თანხა თავად გადაიხადოს.  520-ე დადგენილების საფუძველზე ადამიანები საყოველთაო დადგენილებით ვეღარ სარგებლობენ, რადგან ჩვენ უფლება არ გაქვს პაციენტს თანაგადახდით გადავახდევინოთ“, - განმარტავს რუსუდან ლაგვილავა.

 

კლინიკა „ჰელსიკორი“-ის დირექტორი ამბობს, რომ სახელფასო ფონდი 20 პროცენტით შეამცირა, თუმცა, მისი განმარტებით, გადადგმული ნაბიჯი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლინიკა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტარიფებში ჩაეტიოს.

 

„ამ ეტაპზე კადრების შემცირება არ მომხდარა, უბრალოდ, კადრების ნაწილი ნახევარ შტატზე გადავიყვანეთ და შესაბამისად, ხელფასის გაუნახევრდათ. ჩვენთან არითმოლოგია თითქმის გაჩერებულია, იმიტომ რომ სახარჯი მასალის თვითღირებულება უფრო მაღალია ვიდრე ჯანდაცვის მიერ დადგენილი ტარიფი, თუ კეთდებოდა დღეში სამი პროცედურა ახლა კეთდება კვირაში ერთი, ისიც თუ ისეთი პაციენტია რომელიც მზად არის თანხა მთლიანად თვითონ გადაიხადოს“, - განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

 

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შედეგებს ელოდება, სწორედ ამიტომ ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს. მისი თქმით, ბევრი ტექნიკური საკითხი არსებობს, რომლის მოგვარებამ შეიძლება დარგში არსებული მძიმე მდგომარეობა გააუმჯობესოს.წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკის დირექტორს სახელფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევს.

 

„კერძო სექტორში თუკი სხვა მექანიზმი ისე იქნება მიმართული, რომ ანგარიშისწორება არ მოხდება და კერძო სექტორს შემოსავლები წყარო დაეკეტება, თავისთავად, ეს ხელფასზეც იმოქმედებს, მომწოდებელზეც და საერთოდ ყველაფერზე. სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს? მარტივი არითმეტიკაა. შემოსავალი უნდა არსებობდეს, რომ პირველ რიგში გაისტუმრო ხელფასი და მომწოდებელი,  ამას აკეთებს ყველა კლინიკა. ის აზრი, რომ მოგებაზეა ყველაფერი აწყობილი და კლინიკები გამდიდრდნენ მითია და მეტი არაფერი. თუ შემცირდა ტარიფი, თუ თანაგადახდის უფლება არ მისცეს პაციენტს, თუ საერთოდ არ ანაზღაურდა სერვისი საიდან უნდა გადაიხადოს კლინიკამ ან ხელფასი ან რამე? იმდენად ერთმანეთზე მიბმული ლოგიკური ჯაჭვია, რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი. თუ ესეთ ჩიხში შევიდა კლინიკა, ერთადერთი გამოსავალია დარჩება საერთოდ დაიხუროს და დაამთავროს ოპერირება“, განმარტავს მაია მახარაშვილი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up