„ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობს,ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და შევარდნაძის პერიოდში გვაბრუნებს“

„ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობს,ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და შევარდნაძის პერიოდში გვაბრუნებს“

access_time2019-12-27 10:00:43

„ხელისუფლება კი არა, ღორების ბრიგადაა! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველდღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები, ექიმს რო ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რო მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა. შ. და რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თქვე მართლა ღორებო!“ -  ეს უმწვავესი განცხადება სოციალურ ქსელში, თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ნოდარ ხმალაძემ დაწერა. პრობლემა, რომელზეც ცობილი ქირურგი საუბრობს საყოველთაოა, რადგან ხმალაძის მსგავსად უხელფასოდ, შესაძლოა, კიდევ ძალიან ბევრი ექიმი დარჩეს. ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ რამდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტრო გაწეული მომსახურების საფასურს კლინიკებს არ ურიცხავს, რამაც საავადმყოფოები მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.

 

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, დაახლოებით, 2 მილიონ ლარი უნდა ჩაურიცხოს კლინიკა „გულს“.  საავადმყოფოს დამფუძნებელი ანზორ მელიას იმედი არ აქვს, რომ სახელმწიფო კლინიკას დავლიანებას გაუსტუმრებს, ამიტომ ცნობილმა კარდიოლოგმა, ბანკიდან სესხი გამოიტანა, რათა საკუთარ ექიმებს ხელფასი გადუხადოს.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის თვის ნახევარი არ ჩაურიცხავს, თანხა 150 000 ლარს შეადგენს, გადმოსარიცხია ივლისის თვის 302 000 ათასი ლარი, აგვისტოს 185 000 ლარი, სექტემბრის -206 000 ლარი, ოქტომბრის -352 000  ლარი და ნოემბრის - 558 000  ლარი. რამდენიმე დღის წინ ბანკიდან 200 000 ლარის სესხი ავიღე, რომ ხელფასების გაცემა შევძლო. ჩემს ექიმებს თანხა ორი დღის წინ დაერიცხათ, კიდევ კარგი ორი კვირის წინ დავიწყე ამ საკითხზე ზრუნვა, რადგან ამათი იმედი არ მქონდა“, - აცხადებს ანზორ მელია.

 

44 წლის სტაჟის მქონე კარდიოლოგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს ზემოდან უყურებს და არ ხვდება. ანზორ მელია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და შევარდნაძის პერიოდში აბრუნებს.  ექიმი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ ტიკარაძე დროზე შეაჩეროს.

 


„არაფერი გამოვა სანამ ივანიშვილი ამ ქალს არ მოიშორებს, რომელსაც მოადგილებიც უარესები ჰყავს. დღეს კარდიო-ქირურგია და რეანიმაცია ისეთ დონოზეა, რომ ევროპის წამყვან კლინიკებს ვუტოლდებით. ჯანდაცვის საიმინისტროსგან არანაირი განმარტება არ მიგვიღია, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ზედ არ გვიყურებს. რა უნვერსიტეტი დაამთავრა მინისტრმა? ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვან უნივერსიტეტში სწავლობდა და ონლაინ მიიღო ავსტრიაში განათლება. ზემოდან გვიყურებს, ძალიან დამამცირებლად, ეს არის უვიცი ადამიანების დამოკიდებულება, როდესაც გავლენიან ადამიანთან გაქვს კავშირში და გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ.  ტიკარაძე, რახან ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობს დაგვაჯდა თავზე, ზემოდან გვიყურებს, არ გვისმენს და გვემუქრებოდა პრემიერ-მინისტრათან, რომ ვიყავით. პრემიერ მინიტრმა გულთან უფრო ახლოს მიიტანა ყველაფერი, ეს კიდევ, გვემუქრებოდა, მე თქვენ გაჩვენებთო.


80 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა, რადგან შემოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის კარგი პროგრამა. სულ ვამბობდი, რომ დახვეწა სჭირდებოდა, რადგან სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ფულს. გაიხსნა ამდენი კლინიკა - მე გავხსენი? სამინისტრომ მისცა ლიცენზიები და ითვისებდნენ ბიუჯეტის ფულს, სწორედ ამის გამო ვერ გაუძლო პროგრამამ“, - განმარტავს ანზორ მელია.

 

„ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ სახელმწიფოს საავადმყოფოს ორი თვის დავალიანება 1 287 000 ლარი აქვს. ექიმი აცხადებს, რომ კლინიკა  საფრთხის წინაშე დგას, რომ სამედიცინო პერსონალს უახლოს მომავალში ხელფასს ვეღარ გადაუხდის, რაც საბოლოოდ „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ პარალიზებას გამოიწვევს.

 

„ხელშეკრულებით განსაზღვრულია ვადები, როდის უნდა ჩარიცხოს თანხა. ამ ეტაპზე სახელმწიფო აგვიანებს აგვისტოს თვეს და ნაწილობრივ არის დაგვიანებული სექტემბერის თვე. ვადებიდან გამომდინარე ოქტომბერ-ნოემბერს ჯერ ვერ მოვთხოვთ. სამედიცინო დაწესებულებები ვმუშაობთ ორი პროგრამით, ეს არის ვერტიკალური პროგრამა და საყოველთაო ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩასარიცხი დავალიანება სექტემბერ-ოქტომბერში 467 000 ლარს შეადგენს, ხოლო ვერტიკალურ პროგრამაში დავალიანების ოდენობა 820 000 ლარია. ამ ეტაპზე პერსონალს ხელფასს მთლიანად ვერ ვუხდი, თანხას ნაწილ-ნაწილ ვრიცხავთ, რათა ადამიანებს საახალწლოდ, რაღაც ჰქონდეთ. ვდაგვარ იმ საფრთხის წინაშე, რომ მალე ექიმებს თანხას ვერ გადავუხდი. არ ვიცით როდის მოხდება დავალიანების ჩარიცხვა.ვფიქრობ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს“, - აცხადებს ვახტანგ ლაშხი.  

 

 

 ბაჩო ადამია




რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up