აზერბაიჯანისა და საბერძნეთის შემდეგ „ტიფლისტექსი“ კიდევ ერთ საექსპორტო მიმართულებას ითვისებს.ქართული წარმოების წინდები თვის ბოლოს გერმანიაში გაიგზავნება.
საერთაშორისო წარმატების მიუხედავად „ტიფლისტექსს“ ქართულ ბაზარზე ფეხის მოკიდება უჭირს. კომპანიის დირექტორის განმარტებით, მიზეზი არათანაბარი და უთანასწორო გარემოა.
მისივე თქმით, იმ ფონზე როცა ტექსტილის ქართულ კომპანიებს, წარმოების მაღალი სტანდარტები აქვთ დადგენილი იმპორტირებული პროდუქცია არ კონტროლდება. შესაბამისად, ადგილობრივი ნაწარმი იმპორტირებულს ფასის კონკურენციას ვერ უწევს.
წყარო: „ბიზნესპარტნიორი“