თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2020-02-24 15:07:12

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - გიორგი თხელიძემ მოაწერეს.


თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებში, ვორქშოპებში.


ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის - TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები - ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე - Abbvie იმუშავეს. გამარჯვებულმა გუნდმა თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქცია მიიღო.


პროგრამის - TBC Camp მიზანი სტუდენტების მიერ რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობა იყო. TBC Camp 2019 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ჩაინტეგრირდა. სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს, რომლებიც თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, სტუდენტებისთვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ქეისების განხილვასა და თიბისის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს.


ახალი თაობა, ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.



200 სტიპენდიატი


თიბისის სტიპენდიატები თიბისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. უკვე მეორე წელია, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისი არჩევს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა - თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ თიბისისტატუსის პროექტი - Status Donates


Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.


საგანმანათლებლო ექსკურსიები


თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.


პარტნიორობა განათლებისთვის


თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი - ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.


პარტნიორობა განათლებისათვის


თიბისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.


სპეციალური შეთავაზებები


საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up